workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას დემირთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება უჭირს

ბარსელონას დემირთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება უჭირს

“ბარსელონამ”, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, იუსუფ დემირი, რომელიც პრესეზონის მიმდინარეობისას შესანიშნავად გამოიყურებოდა, ვენის “რაპიდიდან” იჯარით აიყვანა.

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსას” ფეხბურთელის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა, ბოლო პერიოდში ის ისეთი შთამბეჭდავი ვეღარაა. ამიტომაც, კლუბს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, გამოიყენოს თუ არა ზემოხსენებული პუნქტი და დაიტოვოს თუ არა ახალგაზრდა მოთამაშე.

ავსტრიელი შემტევის იჯარის ვადა 2022 წლის 30 ივნისს იწურება, შესაბამისად, თუ “ბლაუგრანა” მას არ გამოისყიდის, დემირი სამშობლოში დაბრუნდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 16 ოქტ 2021, 19:20

    30 ივნისამდე 8 თვეა კიდევ, ამაზე საჩქარო არაფერი აქვთ?

  • Don_Andresito
    schedule 16 ოქტ 2021, 02:03

    ციტატა: El pistolero 9
    აი კოლიადო ამაზე მეტს ვერ იზამდა დავიჯერო?! ეგაა ფილოსოფიის დაკარგვა. ვიღაც "ავსტრიელი მესი" ამჯობინეს ლა მასიელ კულეს რომელიც ბარსა-ბს ნამდვილი ლიდერი იყო. თან ბიჭი ჰაერში დატოვეს. სირცხვილია


    სულ მაგას ვწერ, ჯერ ტრინკაო ამჯობინეს და 22 წლის ბიჭი, პირველი გუნდისთვის მზად მყოფი დატოვეს ბ გუნდში და 35 მილიონად მოიყვანეს ტრინკაო, ტიპი რომელსაც ქონდა სისწრაფე, დარტყმა, ყველაფერი, მარა არ ქონდა ის ცოდნა რასაც ბარსას აღზრდილები ფლობენ, ბურთის მოფრთხილება და ინტელექტი. ამიტომაც ვერ გაქაჩა, კუმანმაც ვერ შეუწყო ხელი და იგივე ხდება ამ ბიჭზეც. თავის თავს უნდა გადაახტეს რო 10 მილიონი ღირდეს ამაში. ესეც ლევშა, სწრაფი, დარტყმა, დრიბლინგი, ყველაფეირ აქვს მარა არ აქვს ბარსას დნმ ამიტო კარგავს ბურთს სულ უაზროდ. კოლიადოს რო მისცემოდა ამის და ტრინკაოს დრო ახლა დემბელეს დაბრუნებასაც აღარავინ დაელოდებოდა და ძირითადის კაცი იქნებოდა დარწმუნებული ვარ. ბარსა ბ -ეს თამაშებს კოლიადოს ხათრით ვუყურებდი, ტექნიკური ელეგანტური და ჭკვიანი მოთამაშე, გუნდის აღზრდილი და ტიპი გაჭედეს, ვერც განაცხადში შეიყვანეს და ვერც ბ გუნდში დატოვეს. იდიოტოკრატია გრძელდება რა ბარსაში

  • MARI=BARCA-fan
    schedule 15 ოქტ 2021, 23:25

    ციტატა: El pistolero 9
    აი კოლიადო ამაზე მეტს ვერ იზამდა დავიჯერო?! ეგაა ფილოსოფიის დაკარგვა. ვიღაც "ავსტრიელი მესი" ამჯობინეს ლა მასიელ კულეს რომელიც ბარსა-ბს ნამდვილი ლიდერი იყო. თან ბიჭი ჰაერში დატოვეს. სირცხვილია


    მართალი ხართ, როგორ მინდა კიდევ ერთხელ ვიხილო მოედანზე 11 ლა-მასიელი!

  • El pistolero 9
    schedule 15 ოქტ 2021, 21:17

    აი კოლიადო ამაზე მეტს ვერ იზამდა დავიჯერო?! ეგაა ფილოსოფიის დაკარგვა. ვიღაც "ავსტრიელი მესი" ამჯობინეს ლა მასიელ კულეს რომელიც ბარსა-ბს ნამდვილი ლიდერი იყო. თან ბიჭი ჰაერში დატოვეს. სირცხვილია