ყოფილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა თავის თანამემამულეზე, “ბარსელონას” ნახევარმცველზე, ფრენკი დე იონგზე ისაუბრა.
ხალხი არ უნდა აფასებდეს დე იონგს, როგორც შედეგიან და კრეატიულ “ათიანს”. ის უბრალოდ ასეთი არაა. შეადარეთ ის კიმიხს, ფრენკი უკეთესია.
გიბრალტარის წინააღმდეგ დე იონგმა კვლავ ვერ ითამაშა ძალიან წარმატებულად. ფრენკი პატარა მოწინააღმდეგეებს რთულად უმკლავდება, ვინაიდან ბევრი სივრცე არ აქვს. სწორედ ამიტომ არ იყო ის სიმაღლეზე და სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ვერასდროს გახდება ნამდვილი ბომბარდირი.
პრობლემა იმაშია, რომ ფრენკის ძალიან კარგად შეუძლია ითამაშოს “ექვსიანზე” ან “რვიანზე”, ამიტომაც მისგან კიდევ ბევრს ველით. ამავე დროს, ის კლასიკური “ათიანის” შესანიშნავ ტექნიკას ფლობს.
– ციტირებს ვან დერ ვაარტს De Telegraaf.
გეთანხმები კი. მარა გუნდი და მწვრთნელი ბევრს წყვეტს. დარწმუნებული ვარ დღეს ფრენკი რო ბაიერნს ან სიტის მისცე იფრენს. ბუსი რა იყო პეპის დროს ჩავიესტასთან ერთად და რა იყო ვალვერდეს დროს ვიდალი რაკიტიჩთან
100%, შეიძლება ფრენკი ძალიან ნიჭიერი და კლასნია, მაგრამ ჰოლანდიელებს მაინც აქვთ რაღაც კომპლექსები გერმანელებთან დაკავშირებით
ერთი ჯიშისანი არიან, ამას ჰერ ფიურერიც ამბობდა, თუმცა შორს იყოს აქედან შიკლგრუბერი;
რაღაც პროვინციალობის ელფერი დაკრავთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილი და უკომუნიკაციო სივრცე არასდროს ყოფილა
ალბათ ის, რომ მცირე ქვეყანა იყო და ჰეგემონიის შანსი არასდროს მისცემიათ, ვაჭრობით და წარმოებით კი იყვნენ განთქმულები, ეხლაც ძალიან მატერიალისტი და ანგარიშზე აქცენტირებული ხალხია (ნუ "ნემეცკი შჩოტი" განთქმულია, მაგრამ გერმანელებს კიდევ რაღაც სხვა აქვთ ხასიათში)
გერმანიის ოდენს ვერ ქაჩავდნენ და ალბათ მაგიტომ
ნიდერლანდელი, ნიდერლანდელის ხორცს არ დახევსო. ახალი ანდაზა იჩითება.
ჰო, მაგრამ აბა ბარსა და "ნაჯახა" ცოტა მეხამუშება…
თუკი საყრდენზე დადგება, მაშინ გავი-პედრიმ და პუჩი-პედრიმ უნდა ითამაშონ ჩავიესტას მსგავსი ფეხბურთი
კლასნი, ტექნიკური და გამოზომილი, კარგი მოედნის ხედვის საყრდენი პეპის ბარსას პლუსი იყო, რომლის წინაც ძალიან ტექნიკური და ჭკვიანი წყვილი მოქმედებდა
თუმცა ის, რომ ამ ჭკვიან და ტექნიკურ ბიჭებს ბრძოლის უნარი არ აკლიათ, ეს შეამსუბუქებს საქმეს
ფრენკი არის საყრდენი ნახ. მცველი. ბურთის ამოტანა იდეალურად გამოსდის, განაწილებაც ეხერხება და ართმევაც. აი პირლოს ტიპის ფეხბურთელია. ვფიქრობ ფრენკის გვერდით "ნაჯახა" ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს და დააბალანსებდნენ ერთმანეთს. აი როგორც პირლო და ვიდალი ანდა პირლო და მარკიზიო იყვნენ. ფრენკისაც აიაქსში შონე ყავდა გვერდით. შესაბამისად ბუსკეცი- ფრენკის დუეტი არაეფექტურია. დაცვაშიც დისბალანსია და შეტევაშიც ერთი ფუნქცია აქვს ორივეს. ბუსკეცსაც კოკე ყავს გვერდით ნაკრებში რაც დაცვით სამუშაოს უმსუბუქებს, სამაგიეროდ ბურთი ამოჰქონდა იდეალურად. გავი ფრენკი პედრის ტრიო მაინტერესებს როგორი იქნება და იმედია კუმანი გვაღირსებს ერთხელ მაინც. წესით გავიმ "ნაჯახას"როლი კი უნდა მოირგოს მაგარი ჟილკიანი და მებრძოლი ბიჭია
კიმიხს ნამდვილად ვერ ჯობია ამ მომენტში, გასაგებია რომ კიმიხს უკეთესი მწვრთნელი და გუნდი ყავს მაგრამ რასაც მოედანზე აჩვენებენ მხოლოდ იმის მიხედვით შეგვიძლია ფეხბურთელის შეფასება. მე არც ვთვლი რომ დე იონგი კარგ ფორმაშია, ამაზე ბევრად მეტი შეუძლია, კარგი მწვრთნელი მსოფლიო დონის ნახევარმცველს გამოაწრთობდა ამისგან მარა ვალვერდეების და კუმანების ხელში ამაზე უკეთესი ვერ გახდება.
ამ შემტხვევაში ფრენკი-ნიკო ერთი პოზიცია გამოდიან, წესით უნდა როტაციასი ათამაშოს მომავალში მწვრთნელმა
1 არა ლა მასიელს ალბათ აიტანს შემადგენლობა, თუკი სასარგებლო იქნება გუნდისთვის
ეხლა ცენტრალურ ნახევარმცველს თამაშობს, არადა საყრდენია
რაც შეეხება იმას, რომ კიმიხს სჯობს, ძალიან სუბიექტური მგონია, რადგან ჰერ ჯოზუა არის უჭკვიანესი ვინმე, 26 წლის ასაკში უკვე დიპლომირებული პროფესორია
ფრენკი არის საყრდენი ნახ მცველი და არა 10 იანი ასე რომ ვინც მას გოლებს სთხოვს თავში ყვეკაფერი რიგზე ვერ აქვს, ამან უნდა ჩაანაცვლოს ბუსკეცი და თავის საქმეს იდეალურად ასრულებს, ჩავი რომ მოვა ამათ აათამაშებს თავის პოზიციაზე
აუუუ მარტო იმიტომ მინდა ჩავი,რომ ამ ბიჭებისგან მონსტრებს დააყენებს.ფრენკი,გავი,პედრი,ნიკო,პუჩი.ძაან გიჟი ნახ.დაცვა გვეყოლებოდა.
მერე ვინ თხოვს ბომბარდირობას, ბუსკეტსი შეცვალოს დასტოინად მეტი არ გვინდა.