workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაჰიმ სტერლინგი: სხვა გუნდში თამაშზე უარს არ ვიტყოდი

რაჰიმ სტერლინგი: სხვა გუნდში თამაშზე უარს არ ვიტყოდი

“მანჩესტერ სიტის” 26 წლის შემტევი, რაჰიმ სტერლინგი, რომელსაც “ბარსელონას” აქტიურად უკავშირებენ, საკუთარ მომავალზე საუბრობს:

სხვა გუნდში წასვლისა და უფრო მეტი სათამაშო დროის მიღების შესაძლებლობა რომ მქონდეს, ამ მომენტში, მასზე უარს არ ვიტყოდი. ჩემთვის, ფეხბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. საზღვარგარეთ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. 
როგორც ინგლისელი ფეხბურთელი, მხოლოდ პრემიერ ლიგას ვიცნობ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთ დღესაც სიამოვნებით დავდგებოდი იმ გამოწვევის წინაშე, რასაც სხვა ქვეყნის გუნდში თამაში ჰქვია. მე რამდენიმე ენის შესწავლა მომიწევს. ფრანგული და ესპანური აქცენტები ძალიან მომწონს.

სტერლინგს “ქალაქელებთან” კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება და, როგორც ცნობილია, ფეხბურთელი მის გახანგრძლივებას არ აპირებს. მეტიც, არსებული ინფორმაციით, მას “ბლაუგრანაში” გადასვლა სურს. კატალონიური კლუბი ინგლისელის იანვარში იჯარით შეძენასა და ზაფხულში გამოსყიდვას განიხილავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • lesane C
    schedule 15 ოქტ 2021, 17:16

    სტერლინგს რო ვიწუნებთ :დდ გეგონება ლუკ დე იონგები არ დარბოდნენ მოედანზე, მშვენიერი ფეხბურთელია სტერლინგი

  • Iniesta_8
    schedule 15 ოქტ 2021, 16:15

    ჩვენს ყველა გარემარბს ჯობია მიუხედავად იმისა რომ ცუდი შესრულება აქვს, უფასოდ სტერლინგის დონის ფეხბურთელის დათრევა კარგი იქნება. სიტის ფული ფეხებზე კიდია თორე ამაში 50 მილიონს ნებისმიერ დროს მიიღებენ. დემბელეს ბევრად ჯობია.

  • M10 S9 D11
    schedule 15 ოქტ 2021, 15:33

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    ვისაც ეს არ უნდა იდგეს და დემბელე-ლუკ დეიონგი-ბრაიტვსიტი ტრიოს უყუროს


    ეს ხო მეორე მესია რას ამბობ კიდევ ერთი ნაგავი რატო უნდა დავიმატოთ

  • nika 54
    schedule 15 ოქტ 2021, 14:42

    ეს თუ ხელფასზე არ იღორებს, მშვენიერი ვარიანტია.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 15 ოქტ 2021, 12:50

    jacky iakovenko,
    ხდდდ

  • El pistolero 9
    schedule 15 ოქტ 2021, 10:19

    დემბელე 2 რომელიც გონებრივად ოდნავ გაუმჯობესებულია

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 15 ოქტ 2021, 09:44

    ვისაც ეს არ უნდა იდგეს და დემბელე-ლუკ დეიონგი-ბრაიტვსიტი ტრიოს უყუროს

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 ოქტ 2021, 09:00

    ესპანური აქცენტი მოსწონს თურმე ბიჭს , ეს ინდაური არ მომითრიონ აქ .. აქაც ხოხიალს დაიწყებს მინდორზე და მომიშლის ნერვებს

  • M10 S9 D11
    schedule 15 ოქტ 2021, 06:35

    ბარსაში არადა სადაც გინდა იქ წადი