workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სიახლე რობერტოს, დემბელეს, ფატისა და გავის კონტრაქტებთან დაკავშირებით

სიახლე რობერტოს, დემბელეს, ფატისა და გავის კონტრაქტებთან დაკავშირებით

“ბარსელონა” ფეხბურთელებისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე აქტიურად მუშაობს. პედრისთან შეთანხმების შემდეგ, კატალონიური კლუბი მოლაპარაკებებს სერჟი რობერტოს, უსმან დემბელეს, ანსუ ფატისა და გავის აგენტებთან აწარმოებს. Cadena Ser-ის ჟურნალისტები, ადრია ალბეტსი და სანტი ოვალე, თითოეულ მათგანთან დააკვშირებულ ინფორმაციას გვთავაზობენ.

სერჟი რობერტო

ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები შეჩერებულია. უკანასკნელ დღეებში “ბარსელონას” წარმომადგენლებსა და რობერტოს აგენტს შორის კონტაქტი არ შემდგარა.

უსმან დემბელე

მოლაპარაკებები გრძელდება. კლუბსა და ფეხბურთელის წარმომადგენელს შორის კავშირი თითქმის ყოველვკირეულად მყარდება, მაგრამ შეთანხმებული არაფერია. თავად დემბელემ “ბარსას” უთხრა, რომ დარჩენა სურს, თუმცა პროცესს მისი აგენტი აჭიანურებს. 

ანსუ ფატი

ფატის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან შეხვედრა მიმდინარე კვირაში შედგება. “ბლაუგრანა” იმედოვნებს, რომ შეთანხმების შესახებ მომდევნო კვირაში გამოაცხადებს. 

გავი

მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა, თუმცა მის აგენტთან შეხვედრამ კლუბს ოპტიმისტური შეგრძნებები დაუტოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 14 ოქტ 2021, 00:40

    ციტატა: kendricklamar
    ადმინისტრაციას ვთხოვ, ცოტა ხნით ის ხალხი დაბლოკოს ვინც პედრიზე ცუდს ლაპარაკობს.. ამით მათ დაეხმარებით საფეხბურთო ინტელექტის განვითარებაში, ოღონდ მართლა 😂


    joy და კუმანზე თანახმა ხარ? joy joy joy

  • kanja
    schedule 13 ოქტ 2021, 21:39

    ნაგავი ხელმძღვანელობა შერჩა და სანაგვედ გადააქციეს გუნდი…

  • nika 54
    schedule 13 ოქტ 2021, 21:28

    კაროჩე არაფერიც არ ხდებაო დაგეწერათ ან სულაც არაფერი არ დაგეწერათ. რა აზრი აქვს იმის თქმას რო თურმე კონტრაქტებზე ის სიახლეა რო არაფერი ახალი არ არისო.

  • kendricklamar
    schedule 13 ოქტ 2021, 17:00

    ადმინისტრაციას ვთხოვ, ცოტა ხნით ის ხალხი დაბლოკოს ვინც პედრიზე ცუდს ლაპარაკობს.. ამით მათ დაეხმარებით საფეხბურთო ინტელექტის განვითარებაში, ოღონდ მართლა 😂