“ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ალექს კოლიადო კლუბს დაურეგისტრირებელი დარჩა, რის გამოც მას სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს.
ჟურნალისტ ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, 22 წლის შემტევით, რომელსაც ამ არცთუ ისე კარგი სიტუაციის გამო მოედანზე გასვლა მხოლოდ ვარჯიშებისას უწევს, ლევერკუზენის “ბაიერი” ინტერესდება.
წყაროს ცნობით, გერმანელებს “ბარსას” მოთამაშის შეძენა მომავალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურთ.
კოლიადოს “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” არსებული კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.



ფეხბურთელების დარეგისტრირებაც კი დაავიწყდათ ამ უბედურებს.
ვირცში გაცვალონ და ცოტა დაუმატონ, მაგარი ბიჭია ძაან, იქაც გამომადგება კოლიადო და აქაც ვირცი