workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟინიო დესტი ტრავმას გადაურჩა

სერჟინიო დესტი ტრავმას გადაურჩა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, აშშ-ისა და იამაიკის ნაკრებების შეხვედრაში (2-0), სერჟინიო დესტმა მოედანი ნაადრევად დატოვა. “ბარსელონას” მარჯვენა მცველს მატჩის დასრულებამდე 14 წუთით ადრე კუნთი დაეჭიმა. 

ფეხბურთელს ტკივილმა მალე გაუარა, დღეს ჩატარებული გამოკვლევებით კი ტრავმა გამოირიცხა. ასე რომ, დესტი ვარჯიშს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. 

რონალდ კუმანის განკარგულებაში დაბრუნებამდე სერჟინიო ნაკრებთან ერთად მონაწილეობას კიდევ 2 მატჩში მიიღებს. ორშაბათს (თბილისის დროით; ადგილობრივი დროით კი – კვირას) აშშ პანამას დაუპირისპირდება, 3 დღის შემდეგ კი კოსტა რიკას. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 10 ოქტ 2021, 15:59

    არ დაასვენოთ, სანამ არ დაეცემა მოედანზე.