workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი ბარსელონადან წასვლის შესახებ საუბრობს

ლიონელ მესი ბარსელონადან წასვლის შესახებ საუბრობს

“პარი სენ-ჟერმენის” ვარსვკავმა, ლიონელ მესიმ France Football-თან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა და სხვადასხვა საკითხებთან ერთად, “ბარსელონას” დატოვების შესახებაც ისაუბრა.

“ბარსას” დატოვება

კლუბმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ “ბარსაში” თამაშს ვეღარ გავაგრძელებდი, რა დროიდანაც დავიწყე ფიქრი, თუ როგორ უნდა დავბრუნებოდი ფეხბურთს. მომიწია კლუბის მოძებნამ, რათა კარიერა დამესრულებინა.
გულწრფელად რომ ვთქვა, არ ველოდი, რომ “ბარსელონას” დატოვება მომიწევდა, საერთოდ არა. შვებულების შემდეგ ქალაქში დავბრუნდი, რათა ახალი სეზონისთვის მოვმზადებოდი. ახალი კონტრაქტის გაფორმებასა და ვარჯიშის განახლებას ვაპირებდი, თუმცა მათ მითხრეს, რომ ეს უკვე შეუძლებელი იყო… ამან ძალიან დამამწუხრა.

ოქროს ბურთი

ბევრ ფეხბურთელს დიდებული სეზონი ჰქონდა. მაგალითად, მბაპეს, ნეიმარს, ლევანდოვსკის, ბენზემას…

ბოლო პერიოდში, ოქროს ბურთის დაჯილდოებისას ტიტულებს დიდი ყურადღება ექცევა. ადრე ის ფეხბურთელის ინდივიდუალურ პერფორმანსზე იყო დამოკიდებული.

ახალ გუნდთან ადაპტაცია

ბევრი შემოთავაზება მქონდა, თუმცა პსჟ-სთან მოლაპარაკებები მალე დავასრულეთ. სპორტული პროექტი ძალიან მომეწონა. 
მბაპე დიდებული ფეხბურთელია. ის ესპანურად თავისუფლად საუბრობს, ამიტომ მოედნის მიღმაც კარგი ურთიერთობა გვაქვს.
უნდა ვაღიარო – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სხვა გუნდის გასახდელში შესვლა მომიწევდა.
პსჟ-ში თავიდანვე ძალიან კარგად მომექცნენ და მაჩვენეს, რომ ჩემი გადმისვლით ნამდვილად მოხარულები იყვნენ. ამის გამო მათ მადლობას ვუხდი. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ.

ადპატაცია სწრაფად გავიარე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ დიდი ხნის განმავლობაში ვიმყოფები.

მინდა, რომ ამიერიდან რეგულარულად ვითამაშო.

მიზნები

ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ყველა ოცნებობს. კლუბი ამ ოცნების ასრულებაზე, დიდი ხანია, მუშაობს და ბოლო წლებში მას ძალიან მიუახლოვდა. ჩემპიონთა ლიგა დიდებული ტურნირია, რომლის მოგებაც ურთულესია. მჯერა რომ, ამ გუნდს წარმატებისთვის საჭირო იარაღები აქვს.
ევროპაში ბევრი ძლიერი გუნდია, როგორებიც “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “რეალი”, “ბაიერნი” და “ინტერი” არიან. ჩვენ კარგი კოლექტივი გვყავს, თუმცა ერთმანეთი უკეთ უნდა გავიცნოთ, რადგან ტიტულების მოსაგებად გუნდური მოქმედებაა საჭირო.
ლიგა 1 ფიზიკურად ძლიერი ჩემპიონატია. აქ გუნდების და ფეხბურთელების უმრავლესობა ფიზიკურად კარგადაა მომზადებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • me da barca
    schedule 09 ოქტ 2021, 18:00

    ციტატა: JustBarcaLover

    ციტატა: M10 S9 D11
    ამ კაცის ასე გაგდება გუნდიდან სამუდამოდ დარჩება დიდ ლაქად ბარსას ისტორიაში


    ჯერ ერთი ბარსას არ გაუგდია მესი მაგ დეგენერატული ფაირ ფლეის წესების გამო ვერ გავუფორმეთ კონტრაქტი ეხლა ვინმე არ გამომიხტეთ და არ მითხრათ ნახევარი გუნდი უნდა გაეშვაო ლაპოს რომ მესი დარჩენილიყოო, ეს არის სისულელე! უბრალოდ სისულელეა ნახევარი გუნდი გაუშვა იმის გამო რომ მესიმ 1-2 სეზონით ითამაშოს და მერე ამ 1-2 წელში კარიერას რომ დაასრულებდა რაუნდა გვექნა?! ნახევარი გუნდ გაშვებულს რა უნდა გვექნა ჰა?! მესი დაასრულებდა კარიერას და ჩვენ დავრჩებოდით ხახამშრალები, ტალანტების და ფეხბურთელების გარეშე დავრჩებოდით და ამაზე უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით


    ვინმე გამოგიხტა და გითხრა მესის გამო ნახევარი გუნდი უნდა გაეშვათო? შენ შემოაგდე ეს თემა და მერე ისევ შენ გვეკამათები.
    ესე გამოგივიდა. Сам танцует, сам поёт, сам билеты продаёт.

  • ბარამიძე ლუკა
    schedule 09 ოქტ 2021, 14:39

    La Pulga10,
    ა ბარსაა სუსტი და რეალია ძლიერი? ? :დ შერიფი და ესპანიოლი რომ უგებს?

  • nika 54
    schedule 09 ოქტ 2021, 13:54

    მოკლედ მაგრები ვართ ქართველები, ყველაფერი ვიცით მესიზეც და ბარსელონაზეც, მესიმ რა დააშავა ზეპირათ ვიცით, ლაპორტა რო რეალის შემოგზავნილია ისიც ვიცით.
    აი საქართველოს ნაკრებს და გინდა ქართულ კლუბებს რო ყველა ხმარობს ამის შესახებ რამე იცით? ან პროგნოზები თუ გაქვთ?
    ცოტა უხერხული ხო არ არის აქ ვინმემ მესის ცხოვრების წესი დაუწუნოს და უფრო მეტიც, ჭკუა დაარიგოს?

  • rivaldo80
    schedule 09 ოქტ 2021, 12:54

    ხო აი ბოლო დღემდე არ იცოდნენ რომ ვერ დარეგისტრირებდნენ ამ ზღაპრის ვის ჯერა პროსტაა…😂😂😂 ისე ის ხალხი სადა ჩაჯმული მესიიო რომ წერდნენ ხოლმე

  • La Pulga10
    schedule 09 ოქტ 2021, 12:48

    ციტატა: ბარამიძე ლუკა
    ევროპაში ბევრი ძლიერი გუნდია, როგორებიც "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "რეალი", "ბაიერნი" და "ინტერი" არიან.
    საღოლ ძმა, ბარსაზე მაღლა დააყენე გაბანძებული რეალი , იუნაიტედი და ინტერი კიდევ. რავი ნიუკასლზე არ იცოდა ალბათ თორე მაგასაც იტყოდა ალბათ :დ


    მოიცა ბარსა ძლიერი გუნდია?ბენფიკასთან,რომ აგებს უშანსოდ მაგ ბარსაზე ვსაუბრობთ?წნორის მილანი,რომ უკეთესად თამაშობს ეგ ბარსაა დღეს-დღეობით ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი?ნებისმიერი საშვალო დონის გუნდი,რომ ბოლომდე გვწურავს.ნაღდად არაა ბარსა დღეს საუკეთესოებს შორის,ძალიან შორსაა ჯერ-ჯერობით.რეალის დამაარსებელს მიუცენზურა მთელმა კატალონიამ კიდე.

  • ბარამიძე ლუკა
    schedule 09 ოქტ 2021, 12:27

    ევროპაში ბევრი ძლიერი გუნდია, როგორებიც "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "რეალი", "ბაიერნი" და "ინტერი" არიან.
    საღოლ ძმა, ბარსაზე მაღლა დააყენე გაბანძებული რეალი , იუნაიტედი და ინტერი კიდევ. რავი ნიუკასლზე არ იცოდა ალბათ თორე მაგასაც იტყოდა ალბათ :დ

  • Clever liar
    schedule 09 ოქტ 2021, 11:25

    კონტრაქტის გაფორმება და ბარსელონაში დარჩენა თუ სურდა ერთ ან მეორე მხარეს, საქმეს თავისუფალი აგენტის გახდომამდე არ მიიყვანდა და მერე არ დაიწყებდა ტრაკის ფახფახს.. ის იძახის უფასოდ მეგონა ითამაშებდაო და ეს იძახის არ მეგონა თუ გამიშვებდნენო.. არადა ვალვერდეს წასვლის დღიდან დაიწყო მაგის კონტრაქტზე საუბარი, ეხლა მესი განაწყენებულია და შესაფერის დროს ველოდებითო, მაშინ არც კოვიდი იყო და არც ფეირ პლეი.. გაკვირვებული ჩვენ დავრჩით აგერ, მეგა გრანდიდან კუილმან ლუკ დეიონგის საღორე რო დაგვიტოვეს საბალეშიკოთ თორე თქვენი დედაც მოვდღან ორივე მხარის…

  • davidus2020
    schedule 09 ოქტ 2021, 09:52

    ციტატა: JustBarcaLover

    ციტატა: M10 S9 D11
    ამ კაცის ასე გაგდება გუნდიდან სამუდამოდ დარჩება დიდ ლაქად ბარსას ისტორიაში


    ჯერ ერთი ბარსას არ გაუგდია მესი მაგ დეგენერატული ფაირ ფლეის წესების გამო ვერ გავუფორმეთ კონტრაქტი ეხლა ვინმე არ გამომიხტეთ და არ მითხრათ ნახევარი გუნდი უნდა გაეშვაო ლაპოს რომ მესი დარჩენილიყოო, ეს არის სისულელე! უბრალოდ სისულელეა ნახევარი გუნდი გაუშვა იმის გამო რომ მესიმ 1-2 სეზონით ითამაშოს და მერე ამ 1-2 წელში კარიერას რომ დაასრულებდა რაუნდა გვექნა?! ნახევარი გუნდ გაშვებულს რა უნდა გვექნა ჰა?! მესი დაასრულებდა კარიერას და ჩვენ დავრჩებოდით ხახამშრალები, ტალანტების და ფეხბურთელების გარეშე დავრჩებოდით და ამაზე უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით


    სულაც არ იყო ნახევარი გუნდის გაშვება საჭირო, გრიზმანი და პიანიჩი ისედაც გაუშვეს,კოუტინიოს გაუშვებენ და უმტიტი, რომელი ჩამოთვლილი ფეხბურთელია ბარსას მომოვალი? მე მაინც ვთვლი სხვა რამეშია საქმე რასაც ჩვენ რამდენიმე წლის შემდეგ გავიგებთ,

  • DE PE FA
    schedule 09 ოქტ 2021, 06:28

    ციტატა: marco reus 11
    მესი არი პრობლემაო რო იძახდნენ


    მესის საძმო ეგონათ პრობლემა და დღეს ლუკ დე იონგის და ბრაითას მონაწილეობით უკმაყოფილოები არიან😁ბულდოგა ეგონათ მშველელი არ მოსულა და სუარეს მიუჩინა თავისი ადგილიო რო წერდნენ ასეთ კომენტარებს ტირილი მიმდებოდა ხოლმე😄გრიზმანს უშლიდა ხელს პირველ რიგში 🙃

  • QINQO
    schedule 09 ოქტ 2021, 05:45

    ევროპაში ბევრი ძლიერი გუნდია, როგორებიც "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "რეალი", "ბაიერნი" და "ინტერი" არიან…. 😏 ბარსამ დაყვინთაოო და წინადადების ბოლოში კი არ მოიხსენია 😒

  • M10 S9 D11
    schedule 09 ოქტ 2021, 04:29

    ამ კაცის ასე გაგდება გუნდიდან სამუდამოდ დარჩება დიდ ლაქად ბარსას ისტორიაში

  • marco reus 11
    schedule 09 ოქტ 2021, 02:25

    უფასოდ უნდა გეთამაშა ძმაო, ლაპორტას რაპონტში გაუტეხე?

    ისედაც გამიჩნდა რო ხელს უშლიდი გუნდს , დაფრინავენ რაც შენ წადი. აუ ისე კი მოკეტა მაგ სასტავმა ,მესი არი პრობლემაო რო იძახდნენ 😂😂😂 მარა ახლა უფასოდ უნდა ეთამაშაო ამას დააბრალებენ