რაჰიმ სტერლინგის “ბარსელონაში” გადასვლის შესახებ ბევრი იწერება. ბოლო ინფორმაციით, ინგლისელს კატალონიურ კლუბში თამაში სურს და “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. როგორც ცნობილია, ზამთარში “ბლაუგრანას” 26 წლის ფეხბურთელის იჯარით დამატება სურს.
Tribuna.com-მა შემოგვთავაზა სამი ვარიანტი, თუ როგორ დაკომპლექტდება “ლურჯ-ბროწეულისფერთა” შემადგენლობა სტერლინგის შეძენის შემთხვევაში.
პირველი ვარიანტი
4-3-3 – ტერ შტეგენი; დესტი, არაუხო, პიკე, ალბა; ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი; სტერლინგი, მემფისი, ფატი
რაჰიმ სტერლინგი შეტევის ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად თამაშობს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ანსუ ფატი თავს მარცხნივ უფრო კომფორტულად გრძნობს, სავარაუდოდ, ინგლისელი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე იასპარეზებს.
ემფის დეპაი კი, ძლიერი ფლანგის მოთამაშეების ყოლის პირობებში, საბოლოოდ თავის საყვარელ, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე დადგება.
მეორე ვარიანტი
4-3-3 – ტერ შტეგენი; დესტი, არაუხო, პიკე, ალბა; ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი; მემფისი, აგუერო, სტერლინგი
მეორე ვარიანტში ანსუ ფატის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში სტერლინგისთვის კარგად ნაცნობი სერხიო აგუერო გვევლინება, რომელიც ცხრიანის პოზიციას იკავებს. ამ შემთხვევაში ინგლისელი მარცხენა ფლანგზე ითამაშებს, მემფისი კი – მარჯვენაზე.
“მანჩესტერ სიტიში” სტერლინგსა და აგუეროს ერთად 24 გოლში აქვთ მონაწილეობა მიღებული. შესაძლოა, ეს დუეტი “ბლაუგრანაშიც” ვიხილოთ.
მესამე ვარიანტი
3-5-2 – ტერ შტეგენი; გარსია, პიკე, არაუხო; დემბელე, ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, ალბა; მემფისი, სტერლინგი
სტერლინგისთვის მესამე საუკეთესო პოზიცია მეორე თავდამსხმელია. ინგლისელს შეუძლია, სისწრაფისა და ტექნიკის გამოყენებით, მემფის დეპაის, უკნიდან ძალიან დაეხმაროს. ფლანგებს კი ალბა და დემბელე გააძლიერებენ.


კი მაგრამ, ხო თქვა სიტიმ არ იყიდებაო სტერლინგი და ეხლა აქ სქემებს რისთვის ვწერთ, გასართობად? მაგის დრო აქვს ბარსას არარსებულზე ისაუბრონ.
პედრი-ფრენკი
ბუსკეცი
ალბა-პიკე-არაუხო-მინგეზა
ტერ შტეგენი
მინგესა არაუხოს დუეტს დავაყენებდი დაცვის ცენტრში და დესტს მარჯვნივ პიკე სკამზე
ფატი რატო მოტეხეს ძაან მაინტერესებს