მაშინ, როდესაც საფეხბურთო კლუბში დიდი კრიზისია, “ბარსელონა” სხვა სახეობებში კარგად გამოიყურება. ქალთა გუნდი დაფრინავს, კალათბურთელებსაც არაფერი დაეწუნებათ, ხელბურთელებს კი უკვე ტიტულის მოგების შანსი აქვთ.
დღეს “ბლაუგრანას” ხელბურთელებთა გუნდმა Super Globe-ის ნახევარფინალში ბრაზილიური “პინეიროსი” 39-24 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც გერმანულ “მაგდებურგს” დაუპირისპირდება. შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მისი ყურება Barca TV-ზე შეგეძლებათ.
Super Globe საერთაშორისო ტურნირია, რომელშიც კონტინენტების კონფედერაციათა ჩემპიონები მონაწილეობენ. მიმდინარე წლის გათამაშებას საუდის არაბეთის ქალაქი ჯედა მასპინძლობს.
“ბარსელონას” აღნიშნული ტურნირი 5-ჯერ აქვს მოგებული, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. უკანასკნელი ჩემპიონობაც კატალონიელთა ანგარიშზეა.
ნუ ფეხბურთელები ვერ ყომარობენ და ვიღაცამ ხო უნდა იფიქროს ბარსას ღირსებაზე.
ეს ლუი დე ფიუნესი არ მოათრიოს ლაპორტამ მწვრთნელად. მაგის ჩმორი დედა ვატირე. რა თამაში შემოუტრიალეს ფრანგებმა. ყოველთვის ჩმორული ხასიათის გამო აგებს. ამ ბელგიას კაცი დაცვაში თამაშს რომ დაავალებს ის ავადმყოფია სერიოზული