სერხიო ბუსკეტსის გუშინდელი პერფორმანსი თვალში ყველას მოხვდა – ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ კაპიტანი ესპანეთის ნაკრებში აშკარად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე “ბარსელონაში”.
“სან სიროზე” 33 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა უმაღლესი დონე აჩვენა – სოციალურ ქსელში კლუბსა და ნაკრებში მისმა განსხვავებულმა თამაშმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები წარმოშვა.
კატალონიურმა გამოცემა Sport-მა დეტალურად ახსნა, თუ რა მიმეზითაა გამოწვეული ბუსკეტსის გარდასახვა ლუის ენრიკეს ხელში:
სივრცეები ხაზებს შორის
ლუის ენრიკე თავის გუნდს მეტოქის ზეწოლისა და ბურთის მოპოვებისკენ მოუწოდებს, რა დროსაც გუნდი კომპაქტურად მოქმედებს, ეს კი ნახევარმცველისთვის მნიშვნელოვანია. საპირისპიროდ, “ბარსაში” გუნდი სხვანაირადაა განლაგებული – აქ ფეხბურთელები არც მაღალ პრესინგს ცდილობენ და არც – დაცვაში მჭიდროდ თამაშს: საბოლოოდ, ხაზებს შორის ასეთი სივრცეების დატოვებას რა შედეგი მოაქვს, ნათლად ჩანს.
მეტი პასი ხაზებს შორის – ნაკლები მობილურობა
“ლუჩოს” ერთ-ერთი მოთხოვნა მოთამაშეთა დინამიკურობაა – ასტურიელ სპეციალისტს სურს, საკუთარი შეგირდები ინტენსიურად მოქმედებდნენ და რიტმში ჯდებოდნენ, ბურთიანად თუ მის გარეშე. ასევე, ფაქტი, რომ ცრუ ცხრიანით თამაშისას ხაზებს შორის დარჩენილ სივრცეში ბევრი ფეხბურთელი იხსნება, ბუსკეტსს მეტ არჩევანს აძლევს. ამასთან, “ბარსელონა” მიჩვეული იყო, რომ ბურთი ლეო მესისთვის უნდა გადაეწოდებინა და შემდეგ ლეგენდარული 10-იანის ჯადოქრობის იმედად იყო.
სივრცეების შექმნა
ეს ნაწილი წინას უკავშირდება – ლუის ენრიკე მოთამაშეებისგან მოითხოვს, რომ სივრცეებში არამხოლოდ სწრაფი გადაადგილებებისთვის იმოქმედონ, არამედ, მოედნის კონკრეტულ მონაკვეთში სივრცეები თავად შექმნან. თუ შემტევი მხოლოდ ბურთის მიღებას ელოდება, ამ დროს მეტოქეს სივრცის კონტროლი, თავის დაცვა და იმ მოთამაშის შევიწროება, რომელსაც ცენტრში ბურთი აქვს, კარგად შეუძლია. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ნაკლები სივრცე რჩება და ბურთის დაკარგვაც რეალურია. “ბარსას” ძალიან უჭირს იმ თავდამსხმელის მოძებნა, რომელიც ტყავის სფეროს სივრცეში ითხოვს, მით უმეტეს, უსმან დემბელესა და ანსუ ფატის არყოფნის ჟამს.
განსაზღვრული გეგმა – მუდმივი ცვლილებები
გასათვალისწინებელია, რომ ლუის ენრიკე ყოველი თამაშის თითოეულ დეტალს ყურადღებით ამზადებს. მწვრთნელმა იცის, რა უნდა თავისი გუნდისგან, მოედანზე კი ვხედავთ კოლექტივს, რომელსაც ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლის გეგმა აქვს. ამრიგად, მოთამაშეებმა იციან, როგორ გადალახონ მოწინააღმდეგის ზეწოლა და რა გააკეთონ მოედნის თითოეულ მონაკვეთში. “ბარსელონაში” ასე ნამდვილად არ ხდება, თანაც, კუმანი არ იყენებს იმ სქემას (4-3-3), რომელშიც სერხიო იდეალურად ირჯება.
ბურთის გარეშე მოქმედების გეგმა
ისეთ მატჩში თამაში, რომელშიც სივრცეები ღიად გახსნილია, ბუსკეტსს უჭირს – კატალონიურ გრანდში კი სულ მსგავს სურათს ვხედავთ. ბურთის დაკარგვის შემდეგ დაუყოვნებლივი პრესინგის გარეშე, მეტოქის კონტრშეტევა გარდაუვალია, ასეთ დრო კი უკან სივრცეები რჩება, რასაც, სისწრაფის ნაკლებობის გამო, სერხიო ვერ ავსებს. თავის მხრივ, ნაკრებში ენრიკე უბურთოდ მოქმედებისას გუნდის განლაგებაზე ბევრს მუშაობს, შესაბამისად, გუნდს მსგავსი პრობლემები არ ექმნება.
მოტივაცია
განწყობა ბევრს ნიშნავს. “ბარსას” ბანაკში ნეგატივი სუფევს, ესპანეთის ეროვნულ გუნდში კი რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, რაც მოთამაშეების მხიარულებასა და თუნდაც, გოლების აღნიშვნაშიც ჩანს. “ფურია როხა” გამარჯვების დაუოკებელი სურვილით თამაშობს, “ბლაუგრანა” კი მოედანზე წაგების შიშით გამოდის – ყოველგვარი თავდაჯერებულობის გარეშე.




რათ უნდა ბევრი ლაპარაკი, ნაკრებში ენრიკე მუშაობს ბარსაში უტრაკო კუმანი.
კატალონიურმა ჟურნალმა Sport-მა დეტალურად ახსნა, თუ რა მიმეზითაა გამოწვეული ბუსკეტსის გარდასახვა ლუის ენრიკეს ხელში, თუ რატომ თამაშობს ბუსკეტსი ნაკრებში უკეთესად, ვიდრე კლუბში?
ეს მარტივია! რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, რაც მოთამაშეების მხიარულებასა და თუნდაც, გოლების აღნიშვნაშიც ჩანს. ნაკრებში გამარჯვების დაუოკებელი სურვილით თამაშობს, სამწუხაროდ "ბარსა" კი მოედანზე წაგების შიშით გამოდის – ყოველგვარი თავდაჯერებულობის გარეშე.
ეს კლუბის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიური რყევის შედეგია!
მწვრთნელზეა დამოკიდებული ყველაფერი!
ყოველთვის ვამბობდი: "კარგი მწვრთნელი კუნძსაც აათამაშებსთქო"
გვარდიოლა და ლუჩო-კრუიფის ფილოსოფიის მატარებელია და ამ ფილოსოფიის სისხლი ჩავისაც ანალოგიურად გააჩნია, თან დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო დახვეწილი.
კუმანი პატივსაცემი ადამიანია, ის ბარსას ლეგენდაა, მაგრამ ამ სამწვრთნელო ფილოსოფიასთან, ძალიან შორსაა მისი ხედვა.
ტენ ჰააგი-კარგია, სულ სხვა სტილია, შემტევია მაგრამ არა ჩვენებურად რომ ვთქვა "კრუიფული" ბარსა ვერ წარმომიდგენია სხვა სტილის თამაშით, ბარსა ყოველთვის გამოირჩეოდა სანახაობით და ეს მინდა მეც, თქვენც კულეებო და დარწმუნებული ვარ ლაპორტას გეგმებში სწორედ ეს ტრიალებს.
ვერც ტენ ჰააგი და ვერავინ ჩაანაცვლებს კრუიფის მეთოდს, ჩანაცვლების ერთადერთი კანდიდატი ჩავი
თუ გრძელვადიან პროექტისთვის ვითვალისწინებსთ, ჩავის მოსვლა საუკეთესო და სწორი დროა.
ჩავი ბარსას სტილისთვის საუკეთესო ვარიანტია, რადგან ამ ფილოსოფიას ბავშვობიდან მიჰყვება, თან ძაან დიდ დონეზე აქვს სისხლში გამჯდარი მოქმედების გეგმა, როგორც ერთ დროს გვარდის და ასევე ლუჩოს. ამიტომაცაა კარგად დააკვირდით ლუჩოს ხელში ნაკრები ბარსას (კრუიფის) ფილოსოფიითაა აგებული. დააკვირდით, იგივე პეპის სიტის!
ეს გავითვალისწინოთ, ჩვენ ახალგაზრდა ტალანტების ფუფუნებაც გვაქვს, რომელიც ბევრი გუნდი ინატრებდა, ფატი, ჩვენი შავი ბრილიანტი, პედრი და გავი, ჩვენი ოქროს ბიჭუნები. გავის წარმატებული დებიუტი ესპანეთის ნაკრებში, თან ვისთან, იტალიასთან!
დიდი მომავალი…
კუმანის ხელში ესენი "დაბლაგვდებიან", როგორც დაბლაგვდა ფრენკი, პერდი და ბუსი, სამაგიეროდ ბუსი და გავი ლუჩოსთან ფრინავს.
გამოსავალი ერთია! ჩავი ბარსას მწვრთნელი უნდა იყოს აუცილებლად! რატოომ? იმიტომ, რომ სისხლით კულეა!!! წერტილი!
დედაააა, რამდენი დამიწერია, მაგრამ გულიდან ამოდის და რა ვქნა!
ბარსას ერთგულებო, წარმატებას გისურვებთ!
წარმატება ჩვენს კლუბს!
"ბარსა მართლა მეტია"
ზუსტად ენრიკეს შემდეგ მოსული ყველა მწვრთნელი , იგივეს აკეთებდა , რასაც კუმანი . ყველამ თავისი დაღი დაასვა და კუმანი ბოლო ლურსმნის დაჭედებას ცდილობს ჩასასვენებლად გამზადებულ ბარსელონაზე !!! ვინც ფიქრობს , რომ მწვრთნელის ფაქტორი უმნიშვნელოა , ნათლად გამოჩნდა რა შეუძლია მოაზროვნე მწვრთნელს . წარმომიდგენია ენრიკე რას შექმნიდ ამ ბავშვებისაგან . პეპს ნაკრების გაწვრთნა უნდა და შენ მაინც დაბრუნდი ლუჩო , თუმცა ისეთი რამე თქვა პალორტაზე , ჩემი ნომერიც კი არ ექნებავო , ლაპორტა მემგონი მართლა მაგარი " ყველია".
იმედია ძირითადშივე წაგებს ბელგია😁ლაპორტა აღარ ახსენებს მარტინეს და ეგ პლიუსი ექნება თორე ისე არაფერს ვერჩი🙃
მცუანა მარტინესი ჩადგა უკან და გაუშვა ორი 😂😂😂😂
ზუსტად ეგრეა 100% საღოლ მარტივად და გასაგებად …….12 მილიონის გამო რისკავს რომ სეგუნდაში გავარდეთ ლაპო შე უნამუსო რატომ რისკავ ამ იდიოტთან ერთად გაუშვი მოაშორე გუნდს !

დიდი პატივისცემის მიუხედავად, გრიზმანი ბარსელონაში რო დარჩენილიყო მკვდარზე ვენოკი იქნებოდა ალბათ
ლაპოოოოო, აბა თუ მიხვდებიიიიიიიიიიი
რა სარგებლობა მოაქვს კუმანს?
ლაპორტას წააკითხეთ ეს და შეიძლება გაეხსნას ის გაყინული ტვინი და გააკეთის ის რაც საჭიროა. 12 თუ 13 მილიონის გამო გუნდს ათჯერ მეტს აზარალებს. ამ თანხის ამოქაჩვა შეუძლია თუ ლიგაზე ჯგუფიდან გავა, თუ 1/4 ფინალში გავა კიდევ მეტის, არაფერს ვამბობ ლა ლიგაზე. ამ ყველაფერს დაკარგავს 100%-ით თუ ამ ჩმორს არ გააპანღურებს.
ბელგიას მოუხდებოდა კუმანი :)))
საღოლ ჩანგელ +1