workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარსია პიმიენტა: გავის გუშინდელი თამაშის წინაშე ქედს ვიხრი

გარსია პიმიენტა: გავის გუშინდელი თამაშის წინაშე ქედს ვიხრი

ესპანეთის ნაკრების მაისურით ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ, გავიზე საუბარი არ წყდება. “ბარსელონას” 17 წლის ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები ამჯერად გარსია პიმიენტამ არ დაიშურა:

გავის მიერ გუშინ ნაჩვენები თამაშის წინაშე ქედს ვიხრი. ის ყველგან, თამაშებზეც და ვარჯიშებზეც ერთნაირად – 100%-ით – იხარჯება. გავის ინდივიდუალურობა ახასიათებს და ძალიან თავდაჯერებულია, რაც მის თანაგუნდელებსაც გადაეცემა.

47 წლის სპეციალისტი “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდებს 2017-21 წლებში წვრთნიდა, შესაბამისად, პაბლო მარტინ პაეს გავირას შესაძლებლობები კარგად იცის.

გავიმ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი იტალიის წინააღმდეგ ჩაატარა და 17 წლისა და 62 დღის ასაკში, “ფურია როხას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • Fc Barca Batumi
    schedule 08 ოქტ 2021, 20:21

    კაი მწვრთნელის ხელში, როგორც ვარსკვლავები, ასევე ყველა ახალბედა ტალანტი გაბრწყინდება, სტიმულიც აქვთ და ბევრად გამარჯვების ფსიქოლოგიური მოტივაცია!
    კუმანის ხელში, ამაზე საუბარი ზედმეტია!
    სადაც ვარსკვლავები დააბლაგვა, ტალანტებს ვიღა ჩივის

  • nika 54
    schedule 08 ოქტ 2021, 17:49

    ერთი თამაშით ნუ გადავწყვიტავთ, კიდევ ერთი თამაში მაინც უნდა ჩაატაროს მაგ დონეზე. აი ფინალში ვნახოთ რა იქნება.