“ბარსელონას” 17 წლის ფეხბურთელმა, პაბლო პაეს გავირამ ესპანეთის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრის ჩატარების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
ძალიან ვამაყობ, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ და გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გავხდი.
ვოცნებობდი, რომ ეროვნული ნაკრების მაისური მომერგო და სასტარტო შემადგენლობაში მეთამაშა, რასაც გუშინ ნამდვილად არ მოველოდი, თუმცა ყველაფრის მიმართ ყურადღებით ვიყავი.
ჩემმა “ლა მასიელმა” მეგობრებმა მითხრეს, რომ ესპანეთის ნაკრების განაცხადში მოვხვდი. ამას იქამდე ვერ ვიჯერებდი, სანამ ვიდეო არ ვნახე.
ნაკრების მაისურს ჩარჩოში ჩავსვამ, ისევე როგორც “ბარსელონას” მაისური ჩავსვი. ყოველთვის ვეცდები, რომ მისთვის ყველაფერი გავიღო.
გავიმ გუშინ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზა და “ფურია როხას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ახალგაზრდა ნახევარმცველის თამაშმა დიდი შექება დაიმსახურა.




კარგი მუხტი მიიღო, იმედია არ დააგდებს დონეს.
ეს ხო უკლასნესია მაგრა ვილიარეალის პინო ძალიან მაგარი ბიჭია, შარშანაც კარგი სეზონი ქონდა .. 18 წლის ბავშვის კვალობაზე ძალიან მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს … სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.. კარგი ვინგერია და იქნებ მოიყვანონ .. მარჯვნივ არავინ გვყავს …