workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ გამოიყურება ბარსელონას ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა [ფოტო]

როგორ გამოიყურება ბარსელონას ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა [ფოტო]

Transfermarkt-მა ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ გადავხედოთ, თუ როგორ გამოიყურება “ბარსელონას” ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა.

Tribuna.com-ის თანახმად, “ბარსას” ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • მარკ-ანდრე ტერ შტეგენი – 60 მილიონი ევრო
  • სერჟინიო დესტი – 30 მილიონი
  • რონალდ არაუხო – 30 მილიონი
  • კლემან ლანგლე – 25 მილიონი
  • ჟორდი ალბა – 20 მილიონი
  • ფრენკი დე იონგი – 90 მილიონი
  • პედრი – 80 მილიონი
  • უსმან დემბელე – 50 მილიონი
  • ფილიპე კოუტინიო – 30 მილიონი
  • ანსუ ფატი – 60 მილიონი
  • მემფის დეპაი – 45 მილიონი

საერთო ჯამში, შემადგენლობის ღირებულება 515 მილიონ ევროს შეადგენს.

იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებიც ზემოაღნიშნულ სიაში ვერ მოხვდნენ, ვეტერანები არიან – ჟერარ პიკე (10 მილიონი), სერხიო ბუსკეტსი (9 მილიონი) და სერხიო აგუერო (18 მილიონი). ასევე, ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე, რომელიც სასტარტოს მიღმა დარჩა, 20 მილიონით, ერიკ გარსიაა.

საინტერესოა, რომ გავის, რომელიც მიმდინარე სეზონში “ბარსას” ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა, ამ მომენტისთვის სატრანსფერო ფასი საერთოდ აქვს.

იხილეთ ფოტო:

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 07 ოქტ 2021, 17:12

    ფასები იცოცხლე კარგია, მაგრამ ეს ფასები ხო არ ირბენენ მოედანზე. ფეხბურთელებს მოტივაცია რატომღაც არა აქვთ, თუმცა მე კი მაქვს ეჭვი ერთი ნიდერლანდელის ხელი უნდა ერიოს ამ საქმეში.

  • RiquiPuig
    schedule 07 ოქტ 2021, 01:24

    ციტატა: Maradona

    ციტატა: RiquiPuig

    ციტატა: Maradona
    ბიჭო აი რა, ლენგლეს ნაცვლა პიკე და ,. მე ძირითად შემადგენლობას ასეთს ვხედავ. ოთხეულში მაინც უნდა შეეძლოს ამ გუნდს გასვლა.


    კოუნი კოუტინიო იმსახურებს ნამდვილად ძირითადს,კი.


    უკეთესები იცი სკამზე?


    სახელით არცერთი,მაგრამ ისე ყველა უკეთესია ამ შემადგენლობაშიც კი.განწირულ ფეხბურთელს გავს კოუტინიო,ვერ ამტკიცებს თავის შესაძლებლობებს,რომელიც რეალურად დაკარგა უკვე,არც ბაიერნში მხიბლავდა დიდად ისე,მაგრამ ის იმდენად შეკრული გუნდი იყო რაღაცას გავდა ამის თამაშიც.ფლანგზე კიარა დაცვაშიც რომ დაგაყენონ იქაც უნდა თამაშობდე თუ კარგი ფეხბურთელი ხარ.ეს ვერც შეტევაში ეხმარება გუნდს,ვერც დაცვაში.ისევ კლიზმანი ჯობდა ამას

  • me da barca
    schedule 07 ოქტ 2021, 00:13

    გავის ფასი უკვე ხვალ 10 მილიონი იქნება.

  • Maradona
    schedule 07 ოქტ 2021, 00:04

    ციტატა: RiquiPuig

    ციტატა: Maradona
    ბიჭო აი რა, ლენგლეს ნაცვლა პიკე და ,. მე ძირითად შემადგენლობას ასეთს ვხედავ. ოთხეულში მაინც უნდა შეეძლოს ამ გუნდს გასვლა.


    კოუნი კოუტინიო იმსახურებს ნამდვილად ძირითადს,კი.


    უკეთესები იცი სკამზე?

  • RiquiPuig
    schedule 06 ოქტ 2021, 23:43

    ციტატა: Maradona
    ბიჭო აი რა, ლენგლეს ნაცვლა პიკე და ,. მე ძირითად შემადგენლობას ასეთს ვხედავ. ოთხეულში მაინც უნდა შეეძლოს ამ გუნდს გასვლა.


    კოუნი კოუტინიო იმსახურებს ნამდვილად ძირითადს,კი.

  • Moriba
    schedule 06 ოქტ 2021, 23:38

    ბიჭო ეს ფერან ტირესი რა კლასნია და გვარდიოლას სკამზე რატო უზის არვიცი გამოუშვას ჩვესკენ

  • rivaldo80
    schedule 06 ოქტ 2021, 23:30

    აუ გავი რა პიდბულია ბიჭოოო შოკი ბავშვიაა 😂😂😂😂😂

  • LM10
    schedule 06 ოქტ 2021, 23:28

    გავის თამაშს უყურეთ რამაგარია ტოო

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 06 ოქტ 2021, 23:24

    Maradona,
    აი ზუსტად ძმაო,მეც ეგრე ვფიქრობ

  • Maradona
    schedule 06 ოქტ 2021, 23:22

    ბიჭო აი რა, ლენგლეს ნაცვლა პიკე და ,. მე ძირითად შემადგენლობას ასეთს ვხედავ. ოთხეულში მაინც უნდა შეეძლოს ამ გუნდს გასვლა.