“ბარსელონას” ყოფილი და ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, ლუის ენრიკე კატალონიურ გრანდში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს – მის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს:
ვფიქრობ, ჟოან ლაპორტას ჩემი ნომერიც კი არ აქვს. “ფურია როხას” დატოვებას არ ვგეგმავ – ნაკრებთან კონტრაქტი მაკავშირებს – მათ სურთ, აქ ვიყო, რასაც ვაფასებ.
“ლუჩოს” კატალონიელთა სათავეში ყოფნა ძალიან წარმატებული გამოდგა – გუნდმა მისი ხელმძღვანელობით, პირველივე სეზონში ტრებლი დაისაკუთრა.
რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ძალიან ცუდი შედეგების გამო, რონალდ კუმანი გათავისუფლებასთან ძალიან ახლოსაა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ნიდერლანდელს.




ვფიქრობ, ჟოან ლაპორტას ჩემი ნომერიც კი არ აქვს. "ფურია როხას" დატოვებას არ ვგეგმავ – ნაკრებთან კონტრაქტი მაკავშირებს – მათ სურთ, აქ ვიყო, რასაც ვაფასებ.
ავტორს მინდა ვკითხო სად ლაპარაკობს ენრიკე ბარსელონაში დაბრუნებაზე. პირიქით აქ ლაპარაკია მხოლოდ ნაკრების არ დატოვებაზე.
ცუდი მწვრთნელი არაა მაგრამ ისაც უნდა ვაღიაროთ რომ როცა ეს ბარსელონაში იყო მაშინ საკმაოდ ძლიერი ბარსელონა ჩაიბარა..
დაგვიწყდათ თუ არ მოსწრებიხართ, ვინ დაუდო სათავე ბარსელონას 10 წლიან მსოფლიო ბატონობას ფეხბურთში?! ლაპორტამ დაიწყო იმ გუნდის შექმნა, რამაც ამდენი სიხარული მოგვიტანა და შეგვაჩვია ლამაზი თამაშებით გამარჯვებებს. აცალეთ რა ამ კაცს. გუნდს ფული აღარ აქვს, უპრეცედენტო ვალებში იხრჩობა. კიდევ კარგად არის. კუმანი არაკომპეტენტურია და დაუყოვნებლივ მოსაშორებელია, მაგრამ საიდან მოიტანენ 12 მილიონს პლუს ახალი მწვრთნელის ხელფასს?! ვინმე ფიქრობთ?!
ახლა დროებით ტრენერი ყველა ვარიანტში გვაწყობს, კუმანის ასისტენტი. სხვა შანსი არაა და ახალი სეზონისთვის არაა გამორიცხული:
1 პეპი – მართალია სიტისთან 2023 წლამდეა აქვს კონტრაქტი, თუმცა შეუძლებელი არაფერია
2 ლუჩო – ბევრად ახლოსაა ამ სიტუაციისთვის
3 ჩავი – ეს სისულელეა და ჭორი რაც იწერება, თითქოს ფონტის გამო არ მოყავს
დაფიქრებაა საჭირო!
ყველაზე მაგარია ლუჩო რომ მოვიდეს,არ მოვა.
დავიღალეე ან გაუშვით ან თქვით არ ვუშვებთო ან რავიცი რამე განცხადება გაკეთდეს ერთი სული მაქ ჩავი როდის დაინიშნება
როგორც ჯეკას მოექცა კუმანი ეგრე უნდა მოექცეს ჯეკაც და გაუყენოს გრონინგემის გზას 2 რიცხვში ჰოლანდიური ძროხა😁
ლუჩო სახელი არ გაიფუჭო და აქ არ მოხვიდე, ლაპორტას ნაი ღლე პრეზიდენტთან რა გესაქმება დაგპირდება ჰოლანდს და მოგიყვანს ხეიონგს.. წმენდაა ჩასატარებელი და ეს წმენდა ლაპოტადა უნდა დაიწყოს, თავიდანვე ვიძახდი რომ ამ ბოღმა კაცის პრეზიდენტობა გუნდს დაღუპავდა
ამაზე კარგს ვერავის ნახავს ბარსა დღეს.