“ბარსელონასა” ყოფილი ფეხბურთელი, ნოლიტო, ანსუ ფატის შესახებ საუბრობს, რომელმაც უმძიმესი ტრავმა მოიშუშა და მოედანს რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა.
ტრავმის შემდეგ, ფეხბურთელების დაბრუნება სასიამოვნო სანახავია. იგი ძალიან ახალგაზრდაა და თუ ტრავმები ხელს არ შეუშლიან, მისი თამაშის ხილვით ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებთ. მას ტალანტი სისხლში აქვს. ანსუ არის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ყველასგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ.
ნოლიტომ “ბარსა” სარეზერვო გუნდში გატარებული სამწლიანი პერიოდის შემდეგ დატოვა. 24 წლის ფეხბურთელი გვარდიოლას გუნდში სათამაშო დროს ვერ იღებდა და “ბენფიკას” შეუერთდა.
დღეს, მისი ყოფილი გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩს ნოლიტო ასე აფასებს:
ეს იქნება ორი კარგი გუნდის შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე. ორივეს წარმატებებს ვუსურვებ, იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას ორივე მათგანი შეძლებს.
– თქვა მან Marca-სთან ინტერვიუში.
“და ლუჟზე” მატჩი, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.
ეს იქნება ორი კარგი გუნდის შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე. ორივეს წარმატებებს ვუსურვებ, იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას ორივე მათგანი შეძლებს
ეს მაგარი ხუმარა ყოფილა. ორივე როგორ გავა, ბაიერნმა უკვე პირველ ტურში თითქმის გაინაღდა გასვლა. ვინმე ფიქრობს რომ ბაიერნს სტუმრად მოვუგებთ, თუ ნოლიტო თვლის რო ეგენი მოუგებენ.
ეგ მსოფლიოს მერვე საოცრება იქნება. ამ ბარსას რო ბაიერნს მიუნხენში მოუგოს. თუმცა სპორტია მაგრამ მაინც შორსაა რეალობისგან
იასნა, ორივე გავა და ბაიერნს ჩავტოვებთ.