workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტექნიკური შტაბი უმტიტის ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილია

ტექნიკური შტაბი უმტიტის ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილია

ჟურნალისტ სანტი ოვალიეს ინფორმაციით, “ბარსელონას” ტექნიკური შტაბი სამუელ უმტიტის ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილია.

წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის მონაცემები საკმაოდ კარგია, რის გამოც შტაბმა მას ეს მიღწევა მიულოცა, თავდაუზოგავ მუშაობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ თუ ფრანგი არ ითამაშებს, ეს მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილების გამო მოხდება.

უმტიტი მიმდინარე სეზონში ოფიციალურ შეხვედრაში არ გამოჩენილა. მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 28 სექ 2021, 19:36

    მარტო ფიზიკურაბა რას უშველის, თუ შეცდომებს არ მოუკლი. ძველი უმტიტი, რომ დაგვიბრუნდება მე ამის არ მჯერა.

  • Kurito18
    schedule 28 სექ 2021, 19:30

    იყო დრო, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე. თუ ფიზიკური მდგომარეობა გაიუმჯობესა , როგორც მინიმუმ შანსი აუცილებლად უნდა მიეცეს. ვფიქრობ, თუ ჯანმრთელობა მიცემს საშუალებას შრომისა და ძალისხმევის შედეგად ძველი ფორმის დაბრუნებას აუცილებლად მოახერხებს.

  • DE PE FA
    schedule 28 სექ 2021, 18:36

    ეს რო თავის ფორმას დაუბრუნდეს არაუხოსთან ერთად 5 წელი მინიმუმ მოგვეხსნებოდა პრობლემა დაცვაში🙃

  • Albicelecte
    schedule 28 სექ 2021, 17:46

    ციტატა: nika 54
    და რაში გამოიხატება მაგის კარგი ფიზიკური მდგომარეობა თუ მოედანზე ვერ გამოდის.


    ბოდიბილდინგს მიაწვა და მუსკულატურა გაიუმჯობესა
    რაც რიკის უწუნებს კუმანი, ამას არ დაეწუნება smiley
    მგონი ადამა ტრაორესთან სანაძლეო აქვს smiley

  • nika 54
    schedule 28 სექ 2021, 17:38

    და რაში გამოიხატება მაგის კარგი ფიზიკური მდგომარეობა თუ მოედანზე ვერ გამოდის.