workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას სჯერა, რომ დემბელესთან მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება | Sport

ბარსას სჯერა, რომ დემბელესთან მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება | Sport

“ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უსმან დემებელესთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაა, რის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, მაგრამ შეთანხმება ადვილი არ იქნება. 

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსამ” ფრანგს ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივება შესთავაზა, რაც ხელფასის შემცირებასაც ითვალისწინებს, თუმცა კლუბი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება. წყაროს თანახმად, “ბლაუგრანამ” იცის, რომ დემბელეს დარჩენა სურს, მაგრამ ასევე სჯერა, რომ ფეხბურთელის აგენტი, მუსა სისოკო პროცესს გააჭიანურებს. ეს უკანასკნელი დემბელეს გამოჯანმრთელებას დაელოდება და უკეთესი პირობების მოთხოვნის მიზნით “ბარსაზე” ზეწოლას მოახდენს – მას შეუძლია, პირველი იანვრიდან სხვა კლუბთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

წყაროს ცნობით, “ბარსელონას” ალტერნატიული წინადადებაც აქვს, რომლის მიხედვითაც დემბელე ანაზღაურების მცირე ნაწილს შეიმცირებს, სანაცვლოდ კი ხელშეკრულებას 2025 წლამდე გაახანგრძლივებს.

შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, იმან გაამარტივოს, რომ 24 წლის ფეხბურთელს “ბარსაში” წარმატების მიღწევა სურს და კლუბისგან მხარდაჭერასაც გრძნობს. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში იწურება. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც “ბარსა” ფრანგთან შეთანხმებას ჩქარობს, მისი უფასოდ დაკარგვის თავიდან აცილებაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 26 სექ 2021, 14:17

    არაფრის მომგვარებლები თქვენ არ ხართ და არც დემბელე არ არის მესი. დაიწყოს მაგ დებილის აგენტმა იანვარში მოლაპარაკებები და გაატანეთ რასაც მოგცემენ, მესიზე მეტი ზარალი ხო აღარ იქნება. თქვენ კი ახალი ბარსელონის შენება გააგრძელეთ იქ დემბელეს ადგილი მაინც არ იქნება.

    ციტატა: Zura Gviniashvili

    ციტატა: Iniesta_8
    ზამთარში გაყიდონ იაფად და დავისვენოთ ამ გამო*ლევებულისგან ერთხელ და სამუდამოდ. ეს ბარსას დონეს ვერასდროს დადება და ვერც ტრავმიანობას მოიშლის ერთი მარტივი მიზეზის გამო : არ უნდა და არც ცდილობს.


    და ვინ გყავს მარჯვენა კრაიზე თანაც სწრაფი რომ მაგის მაგივრად დააყენო?


    და ეხლა ვინ გვყავს, ეგეც როა? თამაშობს? 4 წელია გუნდშია და სამი თამაში ვერ გადააბა რა ჯანდაბად გვინდა.

  • Zura Gviniashvili
    schedule 26 სექ 2021, 11:52

    ციტატა: Iniesta_8
    ზამთარში გაყიდონ იაფად და დავისვენოთ ამ გამო*ლევებულისგან ერთხელ და სამუდამოდ. ეს ბარსას დონეს ვერასდროს დადება და ვერც ტრავმიანობას მოიშლის ერთი მარტივი მიზეზის გამო : არ უნდა და არც ცდილობს.


    და ვინ გყავს მარჯვენა კრაიზე თანაც სწრაფი რომ მაგის მაგივრად დააყენო?

  • Albicelecte
    schedule 26 სექ 2021, 01:08

    დარვინ ნუნიესზე გაიწიოს ლაპორტამ, ამის გაყიდვა და ცოტა თანხის წამატება გახდება საჭირო, ან ამის გაყიდვიდან შემოსული თანხა+კოუტინიო

  • Iniesta_8
    schedule 26 სექ 2021, 01:04

    ზამთარში გაყიდონ იაფად და დავისვენოთ ამ გამო*ლევებულისგან ერთხელ და სამუდამოდ. ეს ბარსას დონეს ვერასდროს დადება და ვერც ტრავმიანობას მოიშლის ერთი მარტივი მიზეზის გამო : არ უნდა და არც ცდილობს.

  • azulgerana
    schedule 26 სექ 2021, 00:59

    სლემბელესთან მოლაპარაკება ადვილია. აჭამე და აძლიე ხელფასი

  • Albicelecte
    schedule 26 სექ 2021, 00:18

    შემცირებული ხელფასის პირობებით გახანგძლივება სწორი იქნება, ან ივარჯიშებს და იტამაშებს, ან დალპება სკამზე, ან აიბარგება დროზე და ტრანსფერიდან ერთი 30 ლიმონი მაინც შემოვა

  • Clever liar
    schedule 25 სექ 2021, 23:42

    მოგილენჩეთ აგენტიც, გამხანგრძლივებელიც და იდეის ავტორიც..

  • rivaldo80
    schedule 25 სექ 2021, 23:34

    ემერი რომ ემერია ისიცკი როგორ მაგრად ათამაშებს ვილიარეალს 20 წუთია ბურთი წართვა რეალს და ჯობია კიდევაც