ხვალ, თბილისის დროით 18:15 საათზე, ლა ლიგის მე-7 ტურში, “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ლევანტეს” უმასპინძლებს.
კატალონიური კლუბი აღნიშნული მატჩისთვის გუნდის განაცხადს აქვეყნებს:
ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, არაუხო, ბუსკეტსი, პუჩი, მემფისი, ანსუ ფატი, დემირი, ნეტუ, კოუტინიო, ლანგლე, ლ. დე იონგი, რობერტო, მინგესა, უმტიტი, გარსია, პენია, ნიკო, გავი.
აღსანიშნავია, რომ “ბარსას”, ახალი 10-იანი, ანსუ ფატი დაუბრუნდა, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშებს.
ტრავმის გამო “ბლაუგრანას” აგუერო, პედრი, დემბელე, ალბა, ბალდე და ბრეითუეიტი ვერ დაეხმარებიან. ასევე, გუნდს, დისკვალიფიკაციის გამო, ფრენკი დე იონგი დააკლდება.




არიქა ბიჯო, მიდი, იქნება შეტევა გააცოცხლო…
მენისკი მაფიქრებს ძალიან
როგორც იქნა,15-20წუთი ათამაშოს კაი იქნება და ნელ ნელა მოუმატოს სათამაშო წუთები,ანსუმ მაინც გვიშველოს,აბა დანარჩენები მკვდრები არიან
აეეეეე ავშენდით
ჩემი აზრით ბოლო 15 წუთი უნდა ათამაშოს ლევანტესთანაც და ბენფიკასთანაც რომ ამ 2 თამაშის შემდეგ ლა ლიგის მატჩზე მეტი წუთები რომ ითამაშოს
როგორც იქნააა,გვეღირსა ამის დაბრუნება🙈,იმედია ისევ ისე თუ არ ითამაშებს მიახლოებულ ფორმას მაინც დაიბრუნებს😍😇❤❤❤
ნუ დაბრუნებამდე ალბათ ძირითადში უნდა მოხვდეს, თორემ განაცხადში უმტიტიც ხვდება.