workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას სასტარტო შემადგენლობა კადისის წინააღმდეგ

ბარსელონას სასტარტო შემადგენლობა კადისის წინააღმდეგ

დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე, ლა ლიგის მე-6 ტურში, “ბარსელონა” “კადისს” ესტუმრება.

აღნიშნული მატჩისთვის, “ბარსას” თავკაცი, რონალდ კუმანი კატალონიელთა სასტარტო თერთმეტეულს ასახელებს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება (4-3-3):

ტერ შტეგენი; მინგესა, არაუხო, პიკე, დესტი; გავი, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი; დემირი, ლ. დე იონგი, მემფისი.

აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ტალანტი – გავი.

როგორც ვხედავთ, გუნდის ორივე მარცხენა მცველის დაზიანების გამო, ამ პოზიციაზე თამაში მარჯვენაფლანგელ სერჟინიო დესტს უწევს, ამერიკელის ადგილს კი ოსკარ მინგესა დაიკავებს.

ანდალუსიელთა წინააღმდეგ “ბლაუგრანას” ანსუ ფატი, სერხიო აგუერო, პედრი, უსმან დემბელე, ჟორდი ალბა, ალეხანდრო ბალდე და მარტინ ბრეითუეიტი ვერ დაეხმარებიან.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge წარმოგიდგენთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    schedule 24 სექ 2021, 14:42
    #16

    ციტატა: Moriba
    კოუტინიო სკმაზე დასვა რა დონის ჩობანია


    აბა, ეგა თქვი რა.

  • barcaforever
    schedule 23 სექ 2021, 23:53
    #15

    რა დემირი ბიჭო რა დემირი ან რა გავი დააყენე კოუტინიო მიეცი დრო რო გაიხსნას ათამაშდეს რიტმი იგრძნოს ამხელა ტრავმის მერე ხოუნდა დრო, თან ვიცი ეგ თუ მოიხოდა ძაან გამოგვადგება.

  • RiquiPuig
    schedule 23 სექ 2021, 23:53
    #14

    ისევ ლუკ ყ.ე იონგი დააყენა

  • Alexxe
    schedule 23 სექ 2021, 23:51
    #13

    კაროჩე თან საწუწუნო და სათქმელი მიზეზი არ ელევა არავინ არ ყავს ტიპს ეს 1რთი კოუტინიო გინდა გყოლია გინდა არა ეგეც მკვდარზე ვენოკია

  • ROUCH
    schedule 23 სექ 2021, 23:37
    #12

    ვახ რა დონის დიშა კაცია დღესაც არ ენდო პუჩს არა მზად ფიზიკურადო არადა პედრიზე ჯანზეა ტიპი

  • DE PE FA
    schedule 23 სექ 2021, 23:35
    #11

    ციტატა: Don_Andresito
    ისიც გადმოგდებულ ბურთს თუ დაამატებს.


    მაგდენი სად შეუძლია პოზიცია შეარჩიოს?თუ მოხვდეაბა და ისე გავა გოლი მისგან თორე მეტი არაა ჩემი მტერი ლობიოს სარმა რამე ქნას გოლის გასატანად

  • CuleTillIDie
    schedule 23 სექ 2021, 23:25
    #10

    კაროჩე დამეკარგა ამ თამაშის ყურების ყველანაირი მუღამი. უკან გაიკეთოს ეს გამო*ირებული ლუუკ დე იონგი კუმანმა და ისე მოძუძგოს დროზე, მეტი არაფერი არ მინდა

  • M10 S9 D11
    schedule 23 სექ 2021, 23:22
    #9

    დემირი მაინც გააკვეხა ძირითადში ://///

  • NEYBarca
    schedule 23 სექ 2021, 23:11
    #8

    ერთი ბუსკვერცხის სკამზე დასმას მოვესწრებოდე და მერე მომკლას ღმერთმა თუ უნდა 😂

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 სექ 2021, 23:09
    #7

    ხო შეიძლებოდა რომ დაეყენებინა ახლა კოუტინია ძირითადში.თავის პოზიციაზე თუ იქნებოდა კოუ უფრო პროდუქტიული იქნებოდა და საერთოდ უფორვარდოდ თუ ითამაშებს გუნდი ცოტა ხნით ცუდი არ იქნება , დეპაი არაა ფორვარდი და ლუკ დე იონგმა მაქსიმუმ ძელის პოზიცია შეითვისოს მოკლედ დეპაი და დემირი ფლანგებზე და კოუ მათ უკან, მგონი ამ შემადგენლობას ჯობია არა?

  • Don_Andresito
    schedule 23 სექ 2021, 23:04
    #6

    გავის ველოდი ძირითადში, 95 % ით. მარა კოუს სკამზე არა. მიუხედავად იმისა რო გრანადასთან 0 ზე დაბლა იყო, დე იონგს ყველაფერი ჯობს. პიკე და არაუხო ჯობს 100ჯერ შეტევაში. თავს მაინც იგებენ და მოძრაობენ. ეგ ვერც მოძრაობს, ვერც ურტყამს, პირველ გოლს ალბათ წლის ბოლოს გაიტანს. ისიც გადმოგდებულ ბურთს თუ დაამატებს.

  • Vito Kharshiladze
    schedule 23 სექ 2021, 22:54
    #5

    ისევ ჩაწოდებებს მიაწვება ახლა ეს

  • DE PE FA
    schedule 23 სექ 2021, 22:51
    #4

    ციტატა: El Salvador
    ან რა ლუკ დეიონგი ყველანაირად უნიჭო თავდამსხმელია მაგის ადგილას მემფისი და მარცხნიდან კოუტინიო ხო შეიძლებოდა


    დემირი დეპაი წინ და მათ უკან კოუტინიო.თავის პოზიციაზე უჭირს კოუტინიოს თამაში და მარცხნივ საერთოდ 0 სარგებელი აქ ასე რომ ისევ გამთამადებლად იდგეს ვიდრე გარემარბათ.

  • frenkie dejong21
    schedule 23 სექ 2021, 22:49
    #3

    რა შეტევაგვყავს 🤦🏻‍♂️

  • El Salvador
    schedule 23 სექ 2021, 22:46
    #2

    კოუტინიო მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება გუნდისთვისო და კადისთან ძირითადშიც არ აყენებს… ან რა ლუკ დეიონგი ყველანაირად უნიჭო თავდამსხმელია მაგის ადგილას მემფისი და მარცხნიდან კოუტინიო ხო შეიძლებოდა

  • Moriba
    schedule 23 სექ 2021, 22:46
    #1

    კოუტინიო სკმაზე დასვა რა დონის ჩობანია