workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარემოცვა მარტინესის ბარსაში გადასვლის შანსს ადასტურებს – ბელგია ტიერი ანრის კანდიდატურას განიხილავს

გარემოცვა მარტინესის ბარსაში გადასვლის შანსს ადასტურებს – ბელგია ტიერი ანრის კანდიდატურას განიხილავს

როგორც ჩანს, “ბარსელონას” რონალდ კუმანის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვეტილი აქვს.

გავრცელებული ცნობით, კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ნიდერლანდელი სპეციალისტის შემცვლელად, ყველაზე მეტად რობერტ მარტინესის მოყვანა სურს.

ჟურნალისტ გილემ ბალაგეს ინფორმაციით, ესპანელი მწვრთნელის გარემოცვა ადასტურებს, რომ, თუ ახლა ამისთვის შესაფერისი დროა, მარტინესი “ბარსას” ჩაბარებაზე უარს არ იტყვის.

წყაროს თანახმად, ბელგიის ნაკრები რობერტის შემცვლელად მის ასისტენტ ტიერი ანრის მოიაზრებს, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს შანსი, რომ ლეგენდარული ფრანგი მარტინესს კატალონიურ გრანდში წამოჰყვეს.

ბალაგეს მტკიცებით, ბელგიელთა თავკაცს ამჟამინდელი პოსტის დატოვება ერთა ლიგის გამართვამდე არ სურს, მაგრამ, ამის შემდეგ, ის საკუთარ მომავალზე იფიქრებს.

ამასთან, ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ რობერტს ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატამდე დაიტოვებს, ვინაიდან, მას გუნდის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

ასევე, ცნობილია, რომ მარტინესს, კონტრაქტში არსებული პუნქტი ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის საშუალებას აძლევს და აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ესპანელით რომელიმე გრანდი დაინტერესდება, ფედერაცია მას არ შეაკავებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • Giorga
    schedule 23 სექ 2021, 16:23
    #18

    La Pulga10,
    Dacvashi normaluri igrokebi ara varskvlavebi naxevar dacva debruini gverdit sashvalo donis win hazari lukaku vso esaa mag belgia magito agebs yvela dzliertan varskvlavuria safrangeti da ara belgia

  • El pistolero 9
    schedule 23 სექ 2021, 14:38
    #17

    ტენ ჰაგი ან ჩავი კარგი იქნებოდა. ეს რაღაცნაირად არ მომდის თვალში

  • nika 54
    schedule 23 სექ 2021, 10:13
    #16

    ციტატა: Dimitri359
    თუ მოყვანაა ბარემ ანრიც გამოაყოლონ🙄… დემბელე, ფატი, დეპაი ბევრს ისწავლის მისგნან


    ძალიან დიდი ეჭვი მაქვს აწი დემბელემ რამე ისწავლოს, საერთოდ სწავლა და დემბელე სულ სხვადასხვა თემებია. ერთმანეთში არ ჯდება.

  • basa7
    schedule 23 სექ 2021, 10:03
    #15

    ერთი პლიუსი მაინც აქვს ამის მოსვლას, იქნებ ტილემანსი დაგვათრევინოს

  • ჯორჯ
    schedule 23 სექ 2021, 00:42
    #14

    ბელგია სუსტ გუნდებთანაა კაი მარტო ბრაზილიასთან მაგარი გაუვარდათ აი საფრანგეთან და იტალიასთან რა სამარცხვინოდ ითამაშეს

  • La Pulga10
    schedule 23 სექ 2021, 00:16
    #13

    კაი რაა,მარტინესი.სასწაული ნაკრებით ვერაფერი ქნა და დანგრეული გუნდით რისი მაქნისია.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 23 სექ 2021, 00:15
    #12

    ამას ნათქვამი აქვს ბარსას არ გავწვრთნიო და რავი… ისე დიდი ვინმე არ გეგონოთ, კუმანზე ოდნავ უკეთესია

  • Norman Bates
    schedule 22 სექ 2021, 23:51
    #11

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Norman Bates

    ციტატა: Nina

    ციტატა: Norman Bates
    ლუზერი მწვრთნელია მაგრამ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ერთი ეგ აქვს უპირატესობა კუმანთან


    მერე მარტო ლამაზი ფეხბურთის თამაში საკმარისია მწვრთნელად მოყვანისთვის?


    ვინ თქვა რომ საკმარისია?


    ამ ბელგიის ნაკრებით ვერ ითამაშა ლამაზი ფეხბურთი, ვარსკვლავთ ცვენაა ნაკრებში აზარები დე ბრუ ლუკაკუ ტიელემანსი კარასკო… და ამ ბარსაში ითამაშებს ლამაზ ფეხბურთს?


    2018 წლის მსოფლიოზე ითამაშა

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 22 სექ 2021, 23:44
    #10

    ციტატა: Norman Bates

    ციტატა: Nina

    ციტატა: Norman Bates
    ლუზერი მწვრთნელია მაგრამ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ერთი ეგ აქვს უპირატესობა კუმანთან


    მერე მარტო ლამაზი ფეხბურთის თამაში საკმარისია მწვრთნელად მოყვანისთვის?


    ვინ თქვა რომ საკმარისია?


    არც ის გამიკვირდება რომ ითქვას ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთის გამო ღირს მისი მოყვანაო.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 22 სექ 2021, 23:26
    #9

    ციტატა: Norman Bates

    ციტატა: Nina

    ციტატა: Norman Bates
    ლუზერი მწვრთნელია მაგრამ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ერთი ეგ აქვს უპირატესობა კუმანთან


    მერე მარტო ლამაზი ფეხბურთის თამაში საკმარისია მწვრთნელად მოყვანისთვის?


    ვინ თქვა რომ საკმარისია?


    ყველაფერს ამბობენ ბარსამანიაზე და ამიტომ ვიკითხე ჯდება ლოგიკაში თუ არ ჯდება.

  • Don_Andresito
    schedule 22 სექ 2021, 22:54
    #8

    ციტატა: Norman Bates

    ციტატა: Nina

    ციტატა: Norman Bates
    ლუზერი მწვრთნელია მაგრამ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ერთი ეგ აქვს უპირატესობა კუმანთან


    მერე მარტო ლამაზი ფეხბურთის თამაში საკმარისია მწვრთნელად მოყვანისთვის?


    ვინ თქვა რომ საკმარისია?


    ამ ბელგიის ნაკრებით ვერ ითამაშა ლამაზი ფეხბურთი, ვარსკვლავთ ცვენაა ნაკრებში აზარები დე ბრუ ლუკაკუ ტიელემანსი კარასკო… და ამ ბარსაში ითამაშებს ლამაზ ფეხბურთს?

  • duggu
    schedule 22 სექ 2021, 22:48
    #7

    ციტატა: jacky iakovenko
    ვინმე აზრზე ხართ მესის მშვიდობა აქვს თუ არა?პოჩულიკამ განაცხადშიც არ შეიყვანა

    მარცხენა მუხლზე აქვსო პატარა პრობლემა და ამ მანტჩს გამოტოვებს

  • DE PE FA
    schedule 22 სექ 2021, 22:39
    #6

    ციტატა: jacky iakovenko
    ვინმე აზრზე ხართ მესის მშვიდობა აქვს თუ არა?პოჩულიკამ განაცხადშიც არ შეიყვანა


    1 თვეს იუქმებსო რამოდენიმე გაზეთში ამოვიკითხე.მუხლზე აქ პაწია დისკომფორტი

  • Norman Bates
    schedule 22 სექ 2021, 22:38
    #5

    ციტატა: Nina

    ციტატა: Norman Bates
    ლუზერი მწვრთნელია მაგრამ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ერთი ეგ აქვს უპირატესობა კუმანთან


    მერე მარტო ლამაზი ფეხბურთის თამაში საკმარისია მწვრთნელად მოყვანისთვის?


    ვინ თქვა რომ საკმარისია?

  • NEYBarca
    schedule 22 სექ 2021, 22:31
    #4

    4-2 მოუგო ჩავის ალ სადმა ბლანის რომელიღაც გუნდს.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 22 სექ 2021, 22:27
    #3

    ციტატა: Norman Bates
    ლუზერი მწვრთნელია მაგრამ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ერთი ეგ აქვს უპირატესობა კუმანთან


    მერე მარტო ლამაზი ფეხბურთის თამაში საკმარისია მწვრთნელად მოყვანისთვის?

  • Dimitri359
    schedule 22 სექ 2021, 22:00
    #2

    თუ მოყვანაა ბარემ ანრიც გამოაყოლონ🙄… დემბელე, ფატი, დეპაი ბევრს ისწავლის მისგნან

  • Norman Bates
    schedule 22 სექ 2021, 21:59
    #1

    ლუზერი მწვრთნელია მაგრამ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ერთი ეგ აქვს უპირატესობა კუმანთან