Diario AS-ისა და Transfermarkt-ის მიხედვით, მადრიდის „რეალს“ ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ჰყავს, მიუხედავად გასულ სეზონთან შედარებით 8.4 პროცენტიანი რეგრესისა.
სამეფო კლუბის კოლექტივი საერთო ჯამში 783 მილიონ ევროდაა შეფასებული და მას ლა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებული, „ატლეტიკო“ მოსდევს – 755,2 მილიონი ევრო.
სამეულს აკომპლექტებს „ბარსელონა“, რომლის შემადგენლობის ფასად მიჩნეულია 676.5 მილიონი ევრო. 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა კლუბი ამ მაჩვენებლით მესამე ადგილს იკავებს. ფასის 23%-იანი ვარდნა მეტწილად ლიონელ მესისა და ანტუან გრიზმანის წასვლითაა გამოწვეული.
სამაგიეროდ, ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ამ წუთას „ბარსელონაში“ თამაშობს – ფრენკი დე იონგის სატრანსფერო ღირებულებად მოცემულ მომენტში 90 მილიონი ევროა მიჩნეული. მას ჟოაო ფელიქსი („ატლეტიკო“), პედრი („ბარსა“) და მარკოს ლორენტე („ატლეტიკო“) მოჰყვებიან, სამივე – 80 მილიონი ევრო. რაც შეეხება „სანტიაგო ბერნაბეუს“ ყველაზე ძვირფას ბინადარს, ეს კაზემიროა – 70 მილიონი ევრო.
საერთაშორისო ხუთეული კი ასე გამოიყურება – „მანჩესტერ სიტი“ (1.05 მილიარდი), პსჟ (997.25 მილიონი), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (937.25 მილიონი), „ჩელსი“ (882.5 მილიონი), „ლივერპული“ (879.5 მილიონი).
ტიტულები დადონ და იყოს თუ გინდა მეხუთე.
ვინ თქვა რო ჰალანდი მოვა, წაიკითხე სადმე? როგორც მახსოვს ჰალანდის ოცნება რეალში თამაშია. და არც პერესია უარზე მითუმეტეს თუ მბაპეს უფასოდ დაიმატებს.
მარტო ჩვენთან ხდება ისეთი სისულელეები როგორიც არის 120 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელის ისევ ძველ კლუბში გაშვება , 160 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელის სრული კრახი 140 მილიონად ნაყიდი ერთუჯრედიანის 2 წელზე მეტი ხნით საავადმყოფოში ყოფნა და მარტო ჩვენ მწვრთნელებს შეუძლიათ ლუკ დეიონგში ბრაიტვაიტში გომესში პოტენციალის დანახვა , ასე მგონია მწვრთნელის პოსტზე რო ინიშნებიან რაღაც ტრუხა ბარცელონურ მოსაწევს ეწევიან
მესამეზე კიარა ბოლოზე უნდა იყოს ბარსელონა სატრანსფერო ფანჯარას თუ გადავხედავთ, გრიზმანი სუარესი პიანიჩი მესი გაუშვეს და 10 მლ აიღეს, ამ დროს პერესი დუბლების ფეხბურთელებს ყიდის 25 ად.
მოვა ჰალანდი და მერე ვილაპარაკოთ ვის ეყოლება ძვირიანი შემადგენლობა😉 ნუ იქით მბაპე იქნება მაგრამ ჩვენების ფასი კიდე მოიმატებს ცოტა ხანში