ბოლო საათებში გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, რონალდ კუმანის “ბარსელონადან” წასვლა გადაწყვეტილი ამბავია და მას წინ ვეღარაფერი აღუდგება. ხელმძღვანელობა ნიდერლანდელის შემცვლელის ძებნაშია, საუკეთესო პოზიციაში კი ბელგიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი რობერტ მარტინესი მიიჩნევა.
Tribuna გვთავაზობს 3 ვარიანტს, თუ რა წყობითა და შემადგენლობით შეიძლება ითამაშოს მარტინესის “ბარსამ”. ეს ვარიანტები ესპანელის სამ საყვარელ წყობაზეა დაფუძნებული. 3-4-1-2 და 3-4-3 წყობით მარტინესი ბელგიის ნაკრებში მუშაობს, 4-2-3-1 წყობას კი უპირატესობას “ევერტონში” ყოფნის დროს ანიჭებდა.
3-4-1-2
ტერ შტეგენი; არაუხო, პიკე, გარსია; დესტი, პედრი, დე იონგი, ალბა; კოუტინიო; დეპაი, ფატი.

რობერტ მარტინესს შემტევი ფეხბურთი უყვარს და მის გუნდებს 1-0 შენარჩუნებაზე მოთამაშეს იშვიათად ნახავთ. მარტინესისგან არც ლუკ დე იონგის სასტარტოში გამოჩენაა მოსალოდნელი, რადგან მას უფრო ტექნიკური თავდამსხმელები უყვარს, როგორებიც დეპაი და ფატი არიან. მათ უკან კი, გამთამაშებლის პოზიციაზე, ფილიპე კოუტინიო ითამაშებს. ალბათ სწორედ ესაა მისთვის იდეალური პოზიცია.
3-4-3
ტერ შტეგენი; არაუხო, პიკე, გარსია; დესტი, დე იონგი, პედრი, ალბა; დემბელე, დეპაი, აგუერო.

მარტინესს შეუძლია კიდევ უფრო შემტევი ვარიანტი გამოიყენოს და თავდამსხმელებით შეტევა უფრო გაშალოს. მემფისი და დემბელე ფლანგებიდან გუნდს სისწრაფეს შემატებენ, აგუერო კი 9 ნომერზე ითამაშებს. არგენტინელს შეიძლება იგივე როლი დაეკისროს, რაც ბელგიაში რომალუ ლუკაკუს აქვს.
4-2-3-1
ტერ შტეგენი; დესეტი, არაუხო, პიკე, ალბა; ბუსკეტსი, დე იონგი; დემბელე, კოუტინიო, ფატი; დეპაი.

ამ წყობით თამაში რონალდ კუმანმაც სცადა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. 2 საყრდენი “ბარსელონას” სტილისგან შორსაა. თუმცა როდესაც მარტინესს გუნდის კონტრშეტევებზე გადაწყობა დაჭირდება, შესაძლოა, ეს ხელსაყრელი ვარიანტი იყოს.
რაც შეეხება “ბარსელონას” საფირმო 4-3-3 წყობას, ის რობერტ მარტინესის ფავორიტებში ნამდვილად არ შედის.




გეგმები კარგი გვაქვს და ეგება იმ კაცთანაც შეგეთანხმებინათ ჯერ მოსვლა და მერე მაგ სასტავების დაყენება.
რა მარტინესი რის მარტინესი ცა და დედამიწა ეგ და ბარსა
პ.ს. ამ შემადგენლობით ბოლო ვარიანტი იდეალურია
რაის მარტინესი , ერთი ის რო საკლუბო დონეზე დიდი გამოცდილება არ აქვს და მეორეც ტაქტიკურად სუსტია , ყველა ძლიერ ნაკრებთან წააგო ამის ბელგიამ , სან მარინოებს და გიბრალტარებს კი უგებს 7:0-ებს , მარა სადაც საჭირო იყო ყველგან ჩაისვარა . წელს პორტუგალიასთან კიდე 70 წუთი ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშა . შეიძლება ძაანაც კარგი გამოდგეს , მარა ჩემთვის ვერ ტოვებს ძლიერი მწვრთნელის შთაბეჭდილებას
გუნდში სადაც გყავს კოუტინიო 4-2-3-1 ტაქტიკის გარდა სხვა არც უნდა განიხილო , თუმცა ამ შემთხვევაში ჩამშლელად უნდა დადგეს ბუსკეცი და დე იონგი , საქმე იმაშია რამდენად გაართმევს ერთი ფორმიდან ამოგდებული კოუტინიო მთლიანი შეტევითი პოტენციალის გამოვლენას , ცალკე მეორე საკითხია ფატი და მისი სათამაშო ფორმა დაბრუნების შემდეგ ასევე უმოტივაციო აგუერო . რეალობა ასეთია ხუთ მცველიანი ტაქტიკა ამ ბარცელონას უფრო მეტ ლავირების საშუალებას აძლევს მაგრამ ფლანგებზე ერთ უჯრედიანი დემბელეს გარეშე რთული იქნება მაინც , ოღონდ ეს კაცი წავიდეს ამ ფრაზას ვიძახით უკვე მეოთხე წელია და ჩვენი საშველი არ არის ფაქტია , მთავარია გუნდმა რამოდენიმე კარგი მატჩი ჩაატაროს და ერთი ორი აქედან ძლიერ მეტოქესთან დაუბრუნდება გამარჯვებულის მენატალიტეტი რომელიც ვფიქრობ ამ გუნდს ეხლა ტაქტიკაზე მეტად ჭირდება
4 2 3 1 არის ან გუნდისთვია იდეალური
Luka Baghdavadze,
ხოდა მისცენ შანსი ხავის თუ ხავიმაც ვერ გაამართლა როგორც იძახიან 223 წლის ზაფხულისთვის ნებისმიერ ტრანსფერს შევძლებთო მოიყვანონ კლოპი და შეცვალონ მთლიანი სქემა ახალი ფეხბურთელებით და ახალი მწვრთნელით
მარტინესიიც კაი მცუანა ტრენერია ოქროს თაობა დაეცა თავზე და სულ მკუანა ტაკტიკებით აგებს ნაკრებში.
მემგონი არაფერი არ შეცვლილა გუნდში და ბართომეოს გზას ადგას ესეც , მაგრად ტეხავს სიმართლე რაც ხდება დღეს ბარსაში
წესიერი მარჯვენა მცველი ხოარ გვეღირსა რა, ეს ღლესტიც ძაან უკლასოა რა, დაცვაშიც ათრევენ და შეტევაშიც პას ვერ აკეთებს, ჩაწოდებაც არიცის, უამრავი ორობკემაა რა.. მარტინეს რაც შეეხება მაგის მოყვანას დროებითი მწვრთნელი ჯობს გვყავდეს. ისე კი ტენჰააგი ან ხავი გაასწორებდა, მაგათან შეიძლება ღლესტისაც ეშველოს რამე
დაწყნარდით არ მოსულა მარტინესი,უბრალოდ ვარაუდია.ჩავი უნდა მივიდეს ახლა აღარ შეიძლება ლოდინი,რადგან სხვა თუ მოვა ისევ 2-3 წელი მოუწევს დალოდება.ეს დედანატირები ფრენკის საყრდენზე დაყენება არ შეიძლება?ვეღარ დარბის ბუსკეცი,გუშინ პირველი გოლის ეპიზოდში დააგვიანა ასვლა და კიდევ ბევრჯერ მოხდა ეგ ყველაფერი.ფეხბურთელებს თავიანთი ადგილები უნდა მიუჩინო,სადაც ბოლომდე კომფორტულად გრძნობენ თავს.ჩავიზე ჭკვიანი ფეხბურთელი კიდე არ დაბადებულა,დარწმუნებული ვარ იგივე იქნება მწვრთნელობაში.ინიც თუ მოვა ასისტენტად და ავშენდით.
ტენ ჰაგი იქნება იდეური ვარიანტი
gio.mm,
ახლა ტენ ჰააგს ვინ გამოუშვებს?
ვაიმე ლაპორტაააააააააააააააააააააააააააააააააა! იდიოტია მგონი მართლა ეს კაცი რა მარტინესი მეორე კუმანი მოყავთ გუნდში ხავი ან ტენ ჰააგზე იჩალიჩოს თუ არადა სულ უმწვრთნელოდ დარჩეს გუნდი ეგ ჯობიააა აასხმევინეთ აქედან ამას