წარმოგიდგენთ ესპანური პრესის დღევანდელ ქრონიკებს.

MD: უშიშრად

„ბარსა“-„გრანადა“, დღეს 21:00 (ესპანეთის დროით).

კუმანმა იცის, რომ გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი კატალონიური მომავლისთვის, თუმცა ყველას არწმუნებს: „საკუთარ მომავალზე არ ვღელავ“.

ახალგაზრდა ბალდე და კოუტინიო სასტარტო შემადგენლობისკენ მიიწევენ, გუნდი კი ვალდებულია თამაშის ხარისხი გააუმჯობესოს.

პსჟ 2:1 „ლიონი“ – პარიზელები მარცხდებოდენ, თუმცა მატჩის გადარჩენა მოახერხეს. გადამწყვეტი გოლი გაიტანეს მას მერე, რაც ლეო შეცვალეს, რომელიც პოჩეტინოს გადაწყვეტილებით აშკარად უკმაყოფილო იყო.

„ბეტისი“ 2:2 „ესპანიოლი“ – კაბრერამ 97-ე წუთზე გაათანაბრა.

„ვალენსია“ 1:2 „რეალი“ – ვინისიუსი და ბენზემა, სამ წუთიანი „რემუნტადა“. 

კალათბურთი / ესპანეთის ჩემპიონატი: „ბარსა“ „მურსიასთან“ გამარჯვებით იწყებს, 85:78

SPORT: გადამწყვეტი ტესტი

„ბარსა“ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილ მარცხზე ღირსეულად რეაგირებას შეეცდება. ეს კვირა კუმანისთვის გადამწყვეტი იქნება და ის გუნდის გაუმჯობესებული ვერსიის შემოთავაზების მიზნით კოუტინიოსა და ახალგაზრდებს (ბალდე, გავი) უხმობს.

ვინისიუსმა და ბენზემამ „რეალი“ მატჩის მიწურულს გადაარჩინეს.

პსჟ-მ გამარჯვება მესის გარეშე მოიპოვა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 21 სექ 2021, 14:36

    ეს კვირა კუმანისთვის გადამწყვეტი იქნება და ის გუნდის გაუმჯობესებული ვერსიის შემოთავაზების მიზნით კოუტინიოსა და ახალგაზრდებს (ბალდე, გავი) უხმობს.
    მე მგონი ეს კვირა კუმანისათვის ბოლო იქნება ბარსაში.

  • me da barca
    schedule 20 სექ 2021, 23:43

    ის რაც ბარსას არ ეხება რაში მაინტერესებს.