workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გავი ბარსა ბ-ს განაცხადში არ შეიყვანეს

გავი ბარსა ბ-ს განაცხადში არ შეიყვანეს

“გრანადასთან” ხვალინდელი მატჩის განაცხადი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სარეზერვო გუნდის 17 წლის ნახევარმცველი, გავი, რონალდ კუმანის განკარგულებაში იქნება. 

ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბარსა ბ-ს” ახლახანს გამოქვეყნებულ განაცხადში ვერ მოხვდა. Sport-ისა და TV3-ის ჟურნალისტის, ალბერ როგეს ინფორმაციით, მიზეზი სწორედ ისაა, რომ ფეხბურთელი ლა ლიგაში ითამაშებს. 

“ბარსა ბ” “საბადელთან” მატჩს დღეს საღამოს გამართავს. გუნდის განაცხადშია ნიკო გონსალესი და შესაბამისად, ის ხვალინდელ თამაშში პირველ გუნდს არ დაეხმარება. 

გავი შემადგენლობაში პედრის ტრავმის გამოწვეულ დანაკლისს შეავსებს. არის შანსი, ის სასტარტო თერთმეტეულშიც ვიხილოთ. 

“ბარსელონასა” და “გრანადას” დაპირისპირება ლა ლიგის მე-5 ტურში ხვალ, “კამპ ნოუზე”, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 20 სექ 2021, 17:27

    მნიშვნელოვანი სიახლეა. ვიფიქროთ გავიზე.