Tuttosport-მა Golden Boy-ს განახლებული, 40-კაციანი სია წარმოადგინა, რომელშიც “ბარსელონადან” პედრი და ერიკ გარსია მოხვდნენ. თავად იტალიური გამოცემა “ბლაუგრანას” 18 წლის ნახევარმცველს მთავარ ფავორიტად მიიჩნევს – “ნადირობა პედრიზე” – ასეთი სათაური გაუკეთა TS-მ გამოქვეყნებულ სიას.
გასული სეზონი პედრისთვის მარათონული გამოდგა – გონსალესმა 73 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. “ბარსელონაში” ჩატარებული შესანიშნავი სადებიუტო სეზონის გარდა, მან ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზეც გაიბრწყინა. ევრო 2020-ზე პედრი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედალი მოიპოვა.
Golden Boy Tuttosport-ის მიერ 2003 წელს დაარსებული პრიზია, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა, 21 წლამდე ასაკის, ფეხბურთელს გადაეცემა. მისი უკანასკნელი გამარჯვებული ერლინგ ჰოლანდია.
პედრისთვის (ან გარსიასთვის) ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.




რო მოიგებს კარგია, მაგრამ ამით ბარსას თამაშს რამე შეეტყობა, როგორც დაბოდიალობენ სუყველა ისევე გააგრძელებენ.
იმედია მოიგებს. ეს მაინც გაგვიხარდეს ამდენი ცუდის მერე
მგონი, ნამეტანი ადრე ჩაესვენება პედრის მზე. სამწუხაროა, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება!
პედრი 18 წლისაა და იმის მაგივრად რომ გუნდი გვერდში დაუდგეს, მთელ პასუხისმგებლობას ამას აბარებენ. ერთ წელში 80 შეხვედრა ათამაშეს,გაწყვიტეს წელში, წინ წესიერი არავინ დაუტოვეს, კუმანი ყავს მწვრთნელად და მერე უკვირთ არაეფექტური რატომაა.
პედრის ბევრი მეხოტბეც ყავს და კრიტიკოსიც. მისი ასაკის წინაშე ქედს ვიხრი, 2-3 წლით უსწრებს ასაკს მარა გუნდი იმდენად ცუდი ვართ ვერაფერს გვმატებს. მესი როცა იყო იმასთან პოულობდა საერთო ენას, ახლა ვინაა გუნდის შეტევაში, ლიუკ დე იონგი? თუ ბრაიტი? შესაბამისად პედრიც 0 ია დღეს გუნდში და არა ზოგადად. ისე კი ბელინგემი უფრო ეფექტური ბიჭია ვიდრე პედრი. ჩემი აზრია ეს და მკიდია ის ვითომ ძერსკი ხალხი პრო.ებივით რო არ დაგიციტირებენ და ცალკე დაწერენ ზოგს ის ურჩევნიაო. ვისთვისაც სხვისი აზრი დასაცინი და აბუჩად ასაგდებია, ისაა ჰაერში ასაგდები და საკენწლი