“ბარსელონამ” “ბაიერნთან” მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც ჟორდი ალბა არ მონაწილეობდა – ამ ინფორმაციას Sport La Sexta-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობის თანახმად, 32 წლის მარცხენა მცველი “სიუტატ ესპორტივაზე” გამოცხადდა, თუმცა ვარჯიშის დაწყებამდე 1 საათით ადრე ბაზა დატოვა.
რონალდ კუმანი გუნდის განაცხადს ვარჯიშის შემდეგ დაასახელებს და, თუ წყაროს ვენდობით, სიაში ჟორდი ალბა ვერ მოხვდება.
ესპანელის არყოფნა კლუბის დანაკლისს კიდევ უფრო აღრმავებს. მის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას სერჟინიო დესტი და მარტინ ბრეითუეიტი ვერ მიიღებენ.




წესით იქნება. ბავშვი ყავდა საბავშო ბაღიდან გამოსაყვანი და ცოტა ადრე წავიდა
იმედია ბალდეს არ დააყენებს ამ მატჩისთვის ჯერ მზად არაა
განაცხადში ესეცაა და დესტიც და ვერ გავიგე კუმანი გვატყუებს თუ გულს გვიკეთებს?
ამანაც მოუხშირა ტრავმიანობას
ჩემი აზრით ბალდე უნდა დადგეს და მაგრად მჯერამ მისი რო თავისი სისწრაფით ააწიოკებს მარცხენა ფლანგს 💜
ბალდე პედრი ბუსკვერცხი ფრენკი მინგესა
ლენგლე გარსია არაუხო
ჩემი აზრით ახლახან გამოჯანმრთელებულ უფორმო და ლოკოკინა პიკეს ჯობია ისევ გარსია დააყენოს შუაში.
ბალდეს დიდი გამოწვევა ელის, ეს თუ ჩააბარა ალბას ხელს დაუქნევენ მალე იმედია.
დაცვა ესე იქნება ალბათ.
ბალდე-ლენგლე-პიკე-არაუხო-მინგესა.სამ მარჯვენას ცენტრში ვერ გარისკავს კუმანი და ლენგლეს დააყენებს.რობერტო მარჯვნივ საცოდაობაა ამიტონ მინგესა ჯობია.