workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუკ დე იონგი: ჩემი კუმირი ტიერი ანრია

ლუკ დე იონგი: ჩემი კუმირი ტიერი ანრია

“ბარსელონას” ახალწვეულმა, ლუკ დე იონგმა TV3-თან ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა:

ვიცი, რომ ყველა შეხვედრაში არ ვითამაშებ. მე შემიძლია, ვიყო გეგმა ბ და ტაქტიკურ ცვლილებებში ჩავერთო. ჩაწოდებებზე თავით თამაში კარგად გამომდის. 

ნიდერლანდელი კომენტარს “რეალის” წინააღმდეგ და ევროპა ლიგის ფინალში გოლის გატანაზე აკეთებს:

დიდ თამაშებში თავის გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ შემიძლია, გუნდს მნიშვნელოვან დროს დავეხმარო. მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით, ყოველთვის შემიძლია, სახიფათო ვიყო, გოლების გასატანად ყოველთვის მზად ვარ. “ბარსაშიც” იგივეს გაკეთება შემიძლია.

დეპაისთან ურთიერთობაზე:

ვიმედოვნებ, მემფისთან იგივე ურთიერთობა მექნება, რაც პსვ-სა და ნიდერლანდების ნაკრებში მქონდა. ის ძალიან კარგი და შემოქმედებითი ტიპის მოთამაშეა და ჩემთვის კარგი პასების გაკეთება შეუძლია. მემფისს გოლების გატანის უნარიც გააჩნია.

საყვარელ მოთამაშეზე:

ჩემი კუმირი ტიერი ანრია, თუმცა არა სტილის გამო – ის ისეთი ტიპის ფეხბურთელი არ იყო, როგორიც მე ვარ. ანრი ყველაფერს მარტივად აკეთებდა, ის ძალიან სწრაფი იყო და ულამაზესი გოლების გატანა შეეძლო.

დიდი ალბათობით, ლუკ დე იონგის დებიუტი სამშაბათს, “ბაიერნის” წინააღმდეგ შედგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 12 სექ 2021, 21:09

    wink თავით გატანილ გოლებს ცალკე დაგითვლი და ერთი ნუ გაგიტანია ბაიერნის აყლაყუდებთან////?!! პირველი "კურთხევა" ჩემგან გექნება laughing ოღონდ ქალური წყევლა კი არა, კაცურ მოკითხვას გამოგიგზავნი კომუნისტური დეპეშით. laughing laughing laughing

  • nika 54
    schedule 12 სექ 2021, 19:18

    კარგია, რო პრეტენზია არაფერზე აქვს. ესეთები უფრო ამართლებენ ხოლმე. პაულინიო გაიხსენეთ.

  • azulgerana
    schedule 12 სექ 2021, 17:03

    მერე ცოტათი მაინც მიგებაძა შე გნიდა