workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავიერ ტებასი: მესის გაშვების თავიდან აცილება შეიძლებოდა

ხავიერ ტებასი: მესის გაშვების თავიდან აცილება შეიძლებოდა

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა Sport-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მრავალ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

ინტერვიუს სრული ვერსია ხვალ გამოქვეყნდება, მანამდე კი გამოცემა ნაწყვეტს გვთავაზობს, სადაც ტებასი “ბარსელონადან” ლიონელ მესის წასვლის შესახებ საუბრობს:

ჩვენ რონალდუმ, გვარდიოლამა და მოურინიომ დაგვტოვეს. ძალიან გაგვიმართლა, რომ მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი პლანეტის ორ საუკეთესო გუნდში თამაშობდა. ლა ლიგამ ამით ისარგებლა და მსოფლიოში მოწინავე პოზიცია დაიკავა.
შესაძლოა, მესის წასვლა ყველაზე მტკივნეული იყო, რადგან, პირადად მე, მას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ. ლეოს ასე წასვლა არ დაუმსახურებია არა მხოლოდ “ბარსადან”, არამედ – ლა ლიგიდანაც.

ტებასს ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა არგენტინელის გაშვების თავიდან აცილება რაზედაც პირდაპირ უპასუხა:

დიახ!

ამ და სხვა საკითხების შესახებ ტებასის მოსაზრებას უფრო დეტალურად ხვალ შევიტყობთ. ლა ლიგის პრეზიდენტმა CVC-ს შეთანხმებაზე, სუპერლიგის პროექტზე, მადრიდის “რეალსა” და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 12 სექ 2021, 15:36

    გუშინ იძახდა, მესის წასვლას არ ვდარდობო, ახლა თურმე არ დაუმსახურებია ასე წასვლა(ანუ გაგდება) ეს პასუხიც დიახ-ზე რო დამთავრდა და ხვალ მოგვიყვებიან გასაგებია რას ნიშნავს. ანუ თუ ბარსა მოაწერდა ხელს იმ ბანკის შეთავაზებას საეთერო დროის 50 წლით გაყიდვაზე, მაშინ ბარსა 300მილიონს მიიღებდა და ლეოს დაარეგისტრირებდა. ეს უკვე ათასჯერ აქვს ამ ნაგავს ნათქვამი.

  • kanja
    schedule 12 სექ 2021, 10:11

    სირცხვილზე მეტია მესის ასე გაგდება და ამას ყველა ინანებს და რაც მთავარია ყველას მოეკითხება!…ბრმა უნდა იყო ამას ვერ ხედავდე…

  • M10 S9 D11
    schedule 12 სექ 2021, 03:43

    მოიცა აბა ვინისიუსი გვყავსო?

  • azulgerana
    schedule 12 სექ 2021, 00:23

    ხო რაა ამ ახვარმა აიძულა აეღოთ დიდი კრედიტი თუ არა და მესის არ დაგირეგისტრირებთო და ამასაც არ ეგონა რომ ლაპორტა არ აიღებდა ამხელა სესხს და მესი გაუშვა კლუბიდან ამასთან ერთად საცა ვიწროა იქ გაწყდეს მაგის დედაც ვატირეო და მიაყოლა გრიზმანიც და ყველას აიძულა ხელფასების შემცირება და ამით გააგებინა ყველა გაბლატავებულს რომ აქ ეს კაცია პრეზიდენტი და არა სამუელ უმტიტი.