ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “ბარსელონა” “ბაიერნს” დაუპირისპირდება.
AS-ის ინფორმაციის თანახმად, “ბარსას” ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე სრულად გამოჯანმრთელდა – ის ექიმებისგან თამაშის ნებართვას ორშაბათს მიიღებს.
რაც შეეხება სერჟინიო დესტს, რომელიც სანაკრებო პაუზისას კანადასთან გამართულ მატჩში დაშავდა, – ამერიკელისთვის “რეკორდმაისტერთან” შეხვედრამდე ტრავმის მოშუშება ძალიან რთული იქნება, თუმცა, წყაროს ცნობით, ორშაბათს იგი თავის ხელმისაწვდომობაში რონალდ კუმანის დარწმუნებას შეეცდება.
“ბარსელონასა” და “ბაიერნის” დაპირისპირება სტარტს 14 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.




იმედია პიკე იმ დონეზე გამოჯანმრთელდა, რო ავტოგოლს აღარ გააკეთებს ბაიერნთან.
კი ნამდვილად გაუხარდებოდათ
პიკეს დაბრუნება კარგი სიახლეა ბაიერნისთვის
რამე საიტი მითხარით სადაც შევძლებ ვუყურო იგრებს, ოღონდ გოოოლ.ორგიც ვიცი და აჭარასპორტიც. სხვები. გთხოვთ არ გაატაროთ.
ამ ოლმოზე რაღაც ბევრი იწერება და მართლა ვიმატებთ 70 მილიონად?! იმენა ისეთი ტრანსფერია ბართუშა რო მოაწერდა ხელს სიამოვნებით😂 აგერ შეხედონ სილვას სიტი 30 მილიონს ითხოვსო და დაიმატონ არ ჯობია? რა ოლმო ძაან საშვალო დონის იგროკია რა ოლმო სილვა ვაფშე სხვა კლასია თან მონაკოდანვე მევასებოდა ეგ იგროკი ძაან ბარსას სტილისაა
მინგესას დააყენებს სავარაუდოდ თუ დესტი არ იქნება
რა რობერტო ხალხო მინგესა უნდა დადგეს😍
3-5-2 ტაქტიკით უნდა გავიდეთ რობერტოს ფლანგის მცველად დაყენებას ჯობია ეგ სქემა
წყაროს ცნობით, ორშაბათს იგი თავის ხელმისაწვდომობაში რონალდ კუმანის დარწმუნებას შეეცდება.
ხელმისაწვდომობაში კი არა თამაშის შესაძლებლობაში დაარწმუნოს.
რობერტო დადგება და ამოკეტავს ყველას და ყველაფერს
ეუუუფ, ეხლა ემერსონი ყოფილიყო და…. 30 კი არა 3-ში არავინ წაიყვანდა
კოლიადოზე დაწერეთ რამე რჩება და არეგისტრილებენ თუ მიდის