“ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელი, სერხიო აგუერო RAC1-თან ინტერვიუში ლეო მესიზე საუბრობს:
არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც წერდნენ, რომ “ბარსას” დატოვება მსურდა. კონტრაქტის გაფორმებისას არავის განუხილავს, მესისთან ვითამაშებდი თუ არა – ეს არაფერ შუაში ყოფილა.
“ბარსელონას” ჯერ კიდევ მაშინ შევუთანხმდი, როდესაც არ ვიცოდი, ლეო დარჩებოდა თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ ის წავიდა, აქ ყოფნით მაინც ბედნიერი ვარ.
ხალხმა ჩვენი მეგობრობა ტყუილების გასავრცელებლად გამოიყენა და ქომაგებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც “ბლაუგრანამ” ლიონელ მესი ვერ დაარეგისტრირა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუნს კატალონიური გრანდიდან წასვლა უნდოდა, ვინაიდან, ის კლუბში “ლა პულგას” გვერდით სათამაშოდ” გადმოვიდა და “ამისთვის” ხელფასიც საგრძნობლად შეიმცირა.




გასაშვებია კლუბიდან მომავალ წელს
სიმართლე კი ის არის რო მან ხელფასი საგრძნობლად შეიმცირა. მესიზე ბევრს ვერ ილაპარაკებდა მაგრამ მის გვერდზე თამაში რო უნდოდა ეს ხო ფაქტია.
კუნი ამ სიბერეში კიდევ გაისვრის ავრორას
არამარტო დე ხეა, ბევრი გააქვს ამ სტილში, რაც ძალიან დიდი პლიუსია. ლორისსაც ეგეთი გაუტანა, "ქუინს პარკ რეინჯერსთანაც" სად გაუძვრინა მეკარეს… რომელი ერთი გავიხსენო… ბოლო მუნდიალზეც, სუსტი ფეხით გახვრიტა ჰალდორსონი.
ნეტა ვისიამოვნებდეთ ამის გოლებით. ტრამვები თქვი თორე ახლო ძელთან მახვილი კუთხიდან მუხლზებზე დაყენებული დეხეა ახლაც თვალწინ მიდგას