“ბარსელონას”, უსმან დემბელე, საკმაოდ დიდი ხანია, ვერ ეხმარება. ასევე, კლუბის ახალწვეულს, სერხიო აგუეროს დებიუტი ჯერ არ ჰქონია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრანგი და არგენტინელი, შესაძლოა, ოქტომბრის ბოლომდე ვერ დაბრუნდნენ.
ადრე გავრცელებული ცნობით, კუნი 10 კვირას გამოტოვებდა, მისი დაბრუნება კი ნოემბრამდე ვერ მოხერხდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ვითარება ცოტათი შეიცვალა.
დემბელეს მუხლის ტრავმა აწუხებს, აგუეროს კი კოჭი აქვს დაზიანებული.




ან ფატი რით ვერ ააწყეს
დემბო რით ვერ ააწყვეს?
აი ეხლა ვწერდი, ბაიერნის ფეხბურთელებმა უცებ მოასწრეს მორჩენაც და ძირითადისთვისაც მზად იქნებიან თურმე და ჩვენები თუ ტრავმა მიიღეს დაკარგულები არიან ნახევარ-ნახევარი წლით. ნუ დემბელეს წლიწადი უნდა ხანდახან.
ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყის შორის დიდი სხვაობააა? :დ რა შეიცვალა. დააცათ გაიცნონ ერთმანეთი ნორმალურად, გეიმერი ხალხია.