workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო აგუერო: 10 ნომერზე უარი მესის პატივისცემის გამო ვთქვი

სერხიო აგუერო: 10 ნომერზე უარი მესის პატივისცემის გამო ვთქვი

ცნობილ ესპანელ Twitch სტრიმერ იბაი ლიანოსთან საუბრისას “ბარსელონას” ახალწვეულმა სერხიო აგუერომ დაადასტურა, რომ კლუბმა მას 10-ნომრიანი მაისურის ტარება შესთავაზა და განმარტა, რატომ თქვა უარი ლიონელ მესის მემკვიდრეობის გადაბარებაზე. 

მათ ეს ნომერი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. იმიტომ არა, რომ არ მინდოდა, ეს მესის პატივისცემის გამო გავაკეთე. 

– განაცხადა აგუერომ.

არგენტინელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში 19 ნომრით ითამაშებს, “ბარსას” ახალი 10-იანი კი გუნდის ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა შემტევი, ანსუ ფატი იქნება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 20:13

    მათ ეს ნომერი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. იმიტომ არა, რომ არ მინდოდა, ეს მესის პატივისცემის გამო გავაკეთე.
    და რატომ იქნებოდა მესის მაისურის ჩაცმა უპატივცემლობა, მახსოვს აბიდალი რო ოპერაციის შემდეგ წავიდა ბარსადან მისმა მეგობარმა ალვესმა სწორედ მისი მაისური აიღო 22 ნომრით ნაცვლად თავისი 2 ნომრისა.

  • azulgerana
    schedule 08 სექ 2021, 20:07

    აი მანდ შეცდი

  • KING_BARCA
    schedule 06 სექ 2021, 07:24

    ბრავო….

  • rivaldo80
    schedule 05 სექ 2021, 19:55

    ეს კაცი შევიდეს ფორმაში და ბევრს შეყრის არავის არ აქვს იმედი მაგრამ ზე კლასიის ფორვარდია სიბერეშიც კი

  • buxo
    schedule 05 სექ 2021, 19:23

    მეიცაახლა 10 არუნდა ჩაიცვა თუმესისს პატივს სცემ? მასე ხავი ნაკლებილეგენდა იყო? ინიესტა? პუიოლი? მასე რომ იფიქრონ ახლა ისმაიკები თაროზე უნდაიდოს ნაფტალინით.

  • Jorji
    schedule 05 სექ 2021, 17:17

    ციტატა: azulgerana
    როგორც ჩანს ამისი იმედი არავის გვაქვს. ტიპს მესი უყვარდა თუ ბარსელონა ჯერ კიდევ ვერავინ გაიგო. 🙄


    რათქმაუნდა მესი უყვარს აბა ბარსელონა რატომ უნდა ყვარებოდა რომ ყვარებოდა ხომ ბევრად ადრე მოვიდოდა ჩვენთან მახსოვს ბერვჯერ გამოთქვა ბარსამ მისი ყიდვის სურვილი მაგრამ იმის მიუხედავად რომ მესი წავიდა მაინც თავის მაქსიმუმს გააკეთებს და დაგვეხმარება მჯერა, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და თუ ტრაუმიანობამ არ შეაწუხა გამოგვადგება

  • azulgerana
    schedule 05 სექ 2021, 17:09

    როგორც ჩანს ამისი იმედი არავის გვაქვს. ტიპს მესი უყვარდა თუ ბარსელონა ჯერ კიდევ ვერავინ გაიგო. 🙄

  • frenkie dejong21
    schedule 05 სექ 2021, 16:43

    ანუ ანსუ არ ცემს მესის პატივს თუ რისი თქმა უნდოდა

  • JasoN
    schedule 05 სექ 2021, 15:51

    და რა თქვა ეხლა ამან და ვის ჩაურტყა თავისი ბჟუტურით? ვინც აწი 10 ნომერს აიღებდა მესის არ სცემდა პატივს? მესი რონალდინიოს არ სცემდა პატივს თუ რონალდინიო რივალდოს და ასე შემდეგ? რა გახადეს ეს ძუნგლიანი ნომერი რა უპირატესობას განიჭებს ნეტა? ცხენის ძალებს გიმატებს თამაშის დროს?

  • Albicelecte
    schedule 05 სექ 2021, 15:45

    ანსუს უნდა აეღო; მესის ნომერი კლუბის აღზრდილს უნდა ეცვას