როგორც ცნობილი იყო, ალექს კოლიადომ აგვისტოს ბოლოს “ბარსელონადან” იჯარით წასვლა გადაიფიქრა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღემდე გაგრძელდა.
ჟურნალისტ ფერან მარტინესის ინფორმაციით, კოლიადომ რამდენიმე კლუბის შემოთავაზება უარყო, თუმცა ბოლოს გადაწყვიტა, რომ ინგლისურ “შეფილდ იუნაიტედში” გადასულიყო, რადგან რონალდ კუმანისგან სათამაშო დროს ვერ იღებდა.
ჩემფიონშიფის კლუბმა ფეხბურთელთან შეთანხმებას მალევე მიაღწია, დღის ბოლომდე კი “ბარსელონას” ოფიციალური თანხმობა იყო საჭირო. “ბარსამ” რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები ღამის 11 საათზე გააგზავნა, მაგრამ გაირკვა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს ხელმოწერა აკლდა. დარჩენილ წუთებში შეცდომის გამოსწორება ვეღარ მოესწრო.
ახლა “ბარსელონაში” კოლიადოს ისეთ ლიგაში განათხოვრებაზე ფიქრობენ, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა. ალტერნატიული ვარიანტი მისი “ბარსა ბ-ში” ხელახლა დარეგისტრირება იქნება, რაც რთულ სამართლებრივ პროცედურებთანაა დაკავშირებული.




ანუ ფეხბურთთან ერთად, საკანცელარიო სამუშაოებიც დაგვავიწყდა?
ვისი ხელმოწერაც აკლდა, იმას შუბლზე უნდა გაუკეთო ის ხელმოწერა ტატუთი.
Damn bro !!!
ბიჭოო კაროჩე სიტყვები ზედმეტია :დ ზედმეტად მაღლა ვიყავით და დანარცხებაზ იმიტო გამოდგა ასეთი. ელემენტარულ სისულელეებთან გვაქვს უკვე საქმე.
ახლა ვიღაც ორი დემირის მოყვანას (თან ორივე ერთნაირი პროფილისაა, ცაცია და შემტევი ნახ. მცველია ორივე) არ ჯობდა ბარსა ბ-ს კაპიტანი და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ჰყოლოდათ გუნდში?! ახლა ვიღაცა მეტყვის 22 წლისაა და რაღა დროს ამის დაწინაურებააო. 28 წლისამ დაიწყო ჯეიმი ვარდიმ ფეხბურთის თამაში და წამოიცო მთელი პრემიერ ლიგა და 22 წლის ბიჭმა რატო ვერ უნდა ითამაშოს მაღალ დონეზე ამ ასაკში?! ეგერ მილანმა იყიდა ფეხბურთელი 25 წლისას იტალიის მეოთხე დივიზიონში დაუწყია ტიპს ფეხბურთის თამაში
ბარსა ბ-ში დაარეგისტრიროს ლაპორტამ, მარჯვენა ვინგ-ზე ძალიან დიდი სიცარიელე დარჩა და საჭიროა ისეთი კადრი, რომელიც თავს მოიკლავს და ყველა მატჩში 150% დაიხარჯება
მესი წავიდა და გრიზმანიც მიჰყვა, აღარც ტრინკაოა გუნდშიმ, ამ დროს ახალგაზრდა, კლუბის აღზრდილზე უარს ვამბობთ?!
გონებაჩლუნგი დემბელეს იმედად და 18-19 წლის ბავშვის იმედად, რომელიც მაინც ავსტრიელია, ჭკვიანი კაცი ვერ იქნება
დარეგისტრირებული არაა გუნდში და სად დატოვონ. ჰაერშია ფაქტობრივად
დატოვონ ზამენაზე და ზოგჯერ მისცენ სათამაშო დრო მაგალითად სათასო შეხვედრებში ეს დააყენოს ფატის ან დეპაის მაგივრად
მასხარები არიან ამათი დედა ვატირე. რატო სხვა გუნდებს არ მოსდით ასეთი რამეები.
კაი ბიჭო ხელის მოწერას რაღა უნდა