“ბარსელონას” გამოცდილი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი თურქულ “ბეშიქთაშში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა – ბოსნიელი გუნდს ერთწლიანი იჯარით დატოვებს.
ჟურნალისტ ალბერ როგეს ინფორმაციით, “ბარსას” განაცხადში, 31 წლის ფეხბურთელის ადგილს ალექს კოლიადო ვერ დაიკავებს – ამ უკანასკნელს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და თავისუფალი აგენტი არ გახლავთ, რის გამოც, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, მას გუნდში ვერ დაარეგისტრირებენ.
სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს დაიხურა, თუმცა პიანიჩს სტამბოლში გადაბარგება მაინც შეუძლია, ვინაიდან, ზოგიერთ ქვეყანაში ფანჯარა კვლავ ღია არის, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ თურქეთია. თუმცა, საპირისპიროდ, “ბლაუგრანა” საკუთარ შემადგენლობაში ვერავის დაიმატებს.




თითქმის ჰაერში დატოვეს ამ უსაქმურებ.ა.
არ ეშველა არაფერი ამ ლა ლიგის ფორმულიროვკებს რა, იმედია ტებასს სიკვდილის წინ მტირალი მესი მოელანდება და პატიებას სთხოვს ჯოჯოხეთში გაფრენამდე.
არცერთის წასვლა არ მინდა მაგრამ ჯობია ამან და პუჩმაც იფიქრონ სხვა კლუბში დროებით გადასვლაზე იჯარით. კუმანი სკამიდან არ აყენებს ამათ და უკეთესი იქნება მათი განვითარებისთვის ასე თუ მოიქცევიან 🙂 🙂
Samcuxaroa
ეს ბიჭი ჰაერში დატოვეს?