workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანსუ ფატი გრიზმანსა და მორიბას ემშვიდობება

ანსუ ფატი გრიზმანსა და მორიბას ემშვიდობება

“ბარსელონას” ახალი 10-იანი, ანსუ ფატი გუნდიდან წასულ ორ ფეხბურთელს – ანტუან გრიზმანსა და ილაიშ მორიბას ემშვიდობება.

გრიზმანს:

ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, კუმირო. ძალიან მომენატრები. მადლობა ყველაფრისთვის.

მორიბას:

ძმაო, კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებებს გისურვებ. ბავშვობიდან, “ლა მასიაში” ერთად ვიზრდებოდით – კარგ და ცუდ პერიოდებში, შენ მუდამ მხარს მიჭერდი. მომენატრები… მაგრამ, კარგად იცი, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება. ისიამოვნე შენი ახალი გამოწვევით. მუდამ, ერთად! ❤

ცნობისთვის, ანსუ ფატი და ილაიშ მორიბა კარგი მეგობრები არიან.

გრიზმანი კარიერას “ატლეტიკოში” გააგრძელებს, მორიბა კი “ლაიფციგში” გადაბარგდა.

რაც შეეხება ანსუმანეს, დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ 18 წლის შემტევი ლეო მესის მიერ დატოვებულ 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 02 სექ 2021, 14:20

    ცნობისთვის, ანსუ ფატი და ილაიშ მორიბა კარგი მეგობრები არიან.
    ეგრეა: ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო. (ქარტული ანდაზაა) იგივეს თქმა შეიძლება მესი სუარესზე.

  • azulgerana
    schedule 02 სექ 2021, 05:08

    ციტატა: akaki
    დავიჯერო რომ ბრაითვეითი გრიზმანზე უკეთესია?


    გრიზმანი ერიდება ხიფათებს, არ უნდა რომ მასზე იძალადონ და ტრამვა მიიღოს ამიტომ ცდილობს სანამ წააქცევენ მანამდე ან თავისიანს მისცეს პასი ან ჩააბაროს. ბრაითი კიდე ცდილობს რაღაცას და ჩემი აზრით თუ არ ეცადე მარტო ტალანტი არაფერს გიშველის

  • Bakero
    schedule 02 სექ 2021, 00:11

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: rivaldo80
    და ალბას რომ რამე მოუვიდეს რა უნდა ვქნათ ??🤔🤔🤔


    ბალდე,მაგრამ ხისთავა დესტ გადაწევს მარცხენა ფკანგზე და მარჯვნივ ან რობერტო ან მინგესა დადგება.


    სრულ შემადგენლობაში 30 კაცში ბალდე , ნიკო და გავი არ არიან

  • azulgerana
    schedule 01 სექ 2021, 23:02

    საღოლ კაი სტატიაა ლამაზად დაწერილი და მარტივად წასაკითხი

  • rivaldo80
    schedule 01 სექ 2021, 22:41

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: rivaldo80
    და ალბას რომ რამე მოუვიდეს რა უნდა ვქნათ ??🤔🤔🤔


    ბალდე,მაგრამ ხისთავა დესტ გადაწევს მარცხენა ფკანგზე და მარჯვნივ ან რობერტო ან მინგესა დადგება.


    ბალდე მეორე გუნდში მოისროლეს აშკარად

  • La Pulga10
    schedule 01 სექ 2021, 22:35

    ციტატა: rivaldo80
    და ალბას რომ რამე მოუვიდეს რა უნდა ვქნათ ??🤔🤔🤔


    ბალდე,მაგრამ ხისთავა დესტ გადაწევს მარცხენა ფკანგზე და მარჯვნივ ან რობერტო ან მინგესა დადგება.

  • akaki
    schedule 01 სექ 2021, 22:35

    დავიჯერო რომ ბრაითვეითი გრიზმანზე უკეთესია?

  • rivaldo80
    schedule 01 სექ 2021, 22:22

    და ალბას რომ რამე მოუვიდეს რა უნდა ვქნათ ??🤔🤔🤔

  • La Pulga10
    schedule 01 სექ 2021, 22:10

    სევილიას მერე უნდა ათამაშოს ეს.ოღონდ ნელ-ნელა 90 წუთი კი არა.15-20 და გაზარდოს.