workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერია A რეი მანაის ტრანსფერს ადასტურებს

სერია A რეი მანაის ტრანსფერს ადასტურებს

რეი მანაის ტრანსფერი ჯერ არც “ბარსელონას” დაუდასტურებია და არც “სპეციას”, მაგრამ მაინც შეგვიძლია ოფიციალურად დადასტურებულად ჩავთვალოთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ტრანსფერ სერია A ადასტურებს.

სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ ტრანსფერი დღეს, 31 აგვისტოს განხორციელდა და რომ “ბარსელონამ” ალბანელი თავდამსხმელი “სპეციაში” იჯარით გაუშვა. ოფიციალურ დონეზე მეტი ინფორმაცია ცნობილი არაა.

დღის განმავლობაში გავრცელებული არაოფიციალური ცნობებით “სპეცია” “ბარსას” ახლა ნახევარ მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო თუ სეზონის ბოლოს 24 წლის შემტევის გამოსყიდვას გადაწყვეტს, კიდევ 3 მილიონს (ზოგი ვერსიით 4 მილიონს).

რეი მანაის იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ის “პიაჩენცას” სკოლის აღზრდილია, პროფესიონალური კარიერა კი “კრემონეზეში” დაიწყო. სხვადასხვა დროს ირიცხებოდა “სამპდორიაში”, “ინტერში”, “პესკარასა” და “პიზაში”, რის შემდეგაც ესპანეთს მიაშურა – “გრანადასა” და “ალბასეტეს” მოვლის შემდეგ ძალები “ბარსელონა ბ-ში” მოსინჯა და 21 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ალბანელმა ფეხბურთელმა 2021 წლის წინასასეზონო მზადება პირველ გუნდში გაატარა და 4 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 01 სექ 2021, 14:21
    #2

    დავიჯერო ამაზე უარესი არავინ გვყავდა, ეს იყო ყველაზე ცუდი. ანუ 2 თამაშში 4 გოლი ცოტაა?

  • jo va ni
    schedule 31 აგვ 2021, 20:19
    #1

    Moribac gaofialurda.. davai nax…..