დღეს გავრცელებული ცნობების თანახმად, “ბარსელონას”, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი, ედინსონ კავანი შესთავაზეს, თუმცა კლუბმა ფეხბურთელის შეძენა მისი მაღალი ხელფასის გამო გამორიცხა.
ახლა კი, RAC1-ის სანდო ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ურუგვაელი შემტევი “ბარსაში” გადასვლაზე თანახმა იყო, მაგრამ ტრანსფერი “წითელმა ეშმაკებმა” დაბლოკეს, რადგან ამჟამად, ინგლისელებს გამოცდილი მოთამაშის გაშვება არ სურთ.
როგორც ცნობილია, “ელ მატადორი” გუნდში თავისი ახალი როლით კმაყოფილი არაა და, “ოლდ ტრაფორდზე” კრიშტიანუ რონალდუს გადაბარგების შემდეგ, ის სხვა კლუბში გადასვლას აპირებს.




პაპაჩემია თავისუფალი აგენტი, შეგიძლიათ დაიმატოთ, პენია აქვს იკმარებს იმას, მოაწყეთ კათარზისი….)))))
მესის მამამ პირდაპირ თქვა რომ ლეო სირ ლაპორტაზეა გაბრაზებული
გამოიყენა მოიგო არჩევნები და მერე გააგდო
კლუბი ფინანსურად იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, სჯობს რამდენიმე სეზონი ვერაფერი მოვიგოთ, ვიდრე საერთოდ გაკოტრდეს უაზრო გადაწყვეტილებებით. ყველაფრის შემდეგ ვინმეს ილუზია ჰქონდა, რომ ლაპორტა მოვიდოდა და პირველივე სეზონში ფეხზე დააყენებდა კლუბს, ან ტიტულებს მოიგებდა?
რასაც ამაში მოითხოვდნენ, ალბათ მესის გაფორმებას ეყოფოდა.