workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი ხეტაფესთან მატჩის წინ

რონალდ კუმანი ხეტაფესთან მატჩის წინ

“ხეტაფესთან” ლა ლიგის მე-3 ტურის მატჩის წინ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, პრესკონფერენცია გამართა. 

საწყის ორ თამაშში “ხეტაფემ” პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა. მათ ორივე მატჩი წააგეს, მაგრამ თამაშის გათვალისწინებით მეტს იმსახურებდნენ. 
მესმის, რომ საკუთარი კლუბისთვის ყველას საუკეთესო უნდა, მაგრამ ახლა იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რაც გვაქვს. ფინანსურად სხვებისთვის კონკურენციას ამ მომენტისთვის ვერ ვახერხებთ. სიტუაციას რეალისტურად უნდა შევხედოთ. 

უმტიტი? ცალკეულ ფეხბურთელებზე საუბარი სწორი არაა. კლუბმა ჩემი გეგმების შესახებ იცის, თუმცა, როგორც აქამდეც მითქვამს, ყველა მოთამაშეს პატივს ვცემ. გუნდის წევრებმა იციან, ვინ რამდენ სათამაშო დროს მიიღებს.  

როცა ყველა ტრავმირებული გამოჯანმრთელდება, 32 ფეხბურთელი გვეყოლება. შეუძლებელია, ყველამ რეგულარულად ითამაშოს. 

ვინ ატარებს 10 ნომერს? არ ვიცი, ეს მე არ მეხება. გადაწყვეტილებას კლუბი მიიღებს. 
ჩემპიონთა ლიგის განრიგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მეტოქეებია და არა კალენდარი. ჯგუფი, რომელშიც ჩვენ მოვხვდით, ძლიერია და ისტორიული გუნდებისგან შედგება. “ბაიერნთან”, “ბენფიკასთან” და კიევის “დინამოსთან” დაპირისპირება საინტერესო იქნება და სასურველი შედეგის მისაღწევად მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ. 
იქნება თუ არა ეს სეზონი გარდამავალი? ახლა არ გვაქვს საშუალება, მსოფლიოში საუკეთესოები ვიყოთ, თუმცა “ბარსელონას” გამარჯვებულის მენტალიტეტი ყოველთვის აქვს და არა მგონია, ტიტულების გარეშე დავრჩეთ. 
მართალია, მესი გვაკლია, მაგრამ გუნდურობა უნდა გამოვამჟღავნოთ და შედეგს ასე მივაღწიოთ. 
ანსუმ სრულად გამოჯანმრთელებისთვის გრძელი გზა უნდა გაიაროს. მან 8 თუ 9 თვე გამოტოვა და ამ ფორმის აღდგენა 2-3 კვირაში შეუძლებელია. ის “სევილიასთან” მატჩში არ იქნება, რადგან ვფიქრობთ, რომ გარისკვა არ ღირს. 
მბაპე “რეალში”? თუ მათ ამის ფული აქვთ, შეუძლიათ, ის დაიმატონ. მბაპე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მეც ვისურვებდი, რომ მას ჩემს გუნდში ეთამაშა. თუ “რეალი” ამას შეძლებს, პრობლემა არ მექნება. 
მორიბას თემაზე საუბარი აღარ მინდა. ყველაფერი მასზე, მის აგენტებზე და კლუბზეა დამოკიდებული. თუ სხვა კლუბი მისი შეძენით ინტერესდება, მათ შეუძლიათ, გამოსასყიდი თანხა გადაიხადონ. 
პიანიჩის განაცხადს მიღმა დატოვება მისი უპატივცემულობა იქნება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება, მაგრამ ახლა ის “ბარსელონას” წევრია. 
ის თანხები, რასაც ტრანსფერებში იხდიან, ჩემთვის აბსურდულია, განსაკუთრებით კი იმ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ახლა მსოფლიოშია. ერთ ფეხბურთელში ამდენის გადახდა სიგიჟეა. 
ალექს კოლიადომ თავისი სიტუაცია ძალიან კარგად იცის. მის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და შესაბამისად, მას სათამაშო დროის მისაღებად თავის გამოჩენა მოუწევს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 29 აგვ 2021, 17:08

    ვინ ატარებს 10 ნომერს? არ ვიცი, ეს მე არ მეხება. გადაწყვეტილებას კლუბი მიიღებს.
    ეს ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი არ არის? თუ არავინ არაფერს ეკითხება.

  • nikusha
    schedule 28 აგვ 2021, 21:38

    შტეგენი
    დესტი-არაუხო-მინგესა-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
    გრიზმანი-ბრაითვაიტი-დეპაი

  • Diana
    schedule 28 აგვ 2021, 19:36

    აუ კუმან შემართება მიეცი გუნდს ნუ შეგეშინდება გარისკვის , უტიტულოდ არ უნდა დავასრულოთ სეზონი , მერე შენც გამოგცვლით 😘

  • nikolozi96
    schedule 28 აგვ 2021, 17:59

    ისე სადაც ბილბაომ ბურთი დაგვახია იქ ბაიერნთან რას ვიზამთ? :დ იმედი მაქვს მაგრამ რეალობასაც შევხედოთ

  • MARI=BARCA-fan
    schedule 28 აგვ 2021, 16:58

    ციტატა: Griezzy7

    კოუტინიო-დეპაი-გრიზმანი
    რიკი პუჩი-ბუსკეცი-დე იონგი
    ალბა-ლენგლე-არაუხო-დესტი
    ნეტო


    კი აბა, წუხელაც რიკი პუჩის თამაშზე ოცნებობდა კუმანი..

  • azulgerana
    schedule 28 აგვ 2021, 16:23

    ამ ლაზარეთში მყოფი ხალხის გამოყვანას ნუ იჩქარებს

  • კულე
    schedule 28 აგვ 2021, 15:04

    ციტატა: Griezzy7

    კოუტინიო-დეპაი-გრიზმანი
    რიკი პუჩი-ბუსკეცი-დე იონგი
    ალბა-ლენგლე-არაუხო-დესტი
    ნეტო


    Შტეგენი დადგება ალბაᲗ და რობერტოს დააყენებს პუᲩის ნაცვლად კუმანა

  • Nikabedinadze
    schedule 28 აგვ 2021, 14:41

    მთავარია გუნდურობა ვისწავლოთ მესის შემდეგ,მწვრთნელის წილი ამ საქმეში მთავარია

  • La Pulga10
    schedule 28 აგვ 2021, 14:38

    მართალია ფატიზე გარისკვა არ ღირს,ეგრევე სევილიასთან დაყენება საშიში.სუსტი გუნდებით უნდა დაიწყოს 10-15 წუთი ითამაშოს და ნელ-ნელა შევა ფორმაში.ცოტა უსწავლია ჭკუა ხისთავას.