workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდეს ინტერვიუ En Día de Mañana-სთან

ერნესტო ვალვერდეს ინტერვიუ En Día de Mañana-სთან

“ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ კიდევ ერთი ინტერვიუ ამჯერად En Día de Mañana-სთან ჩაწერა.

მან როგორც მოთამაშის, ისე მწვრთნელის ამპლუაში განვლილ კარიერაზე ისაუბრა.

“როდესაც “ბარსელონაში” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შანსი მომეცა, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. მე თავიდანვე დავინახე, თუ რა გამოცდილებას მივიღებდი ამ არჩევანის გაკეთებით. ჩემი გათავისუფლება? უბრალოდ ასე გამოვიდა…”

“მესისთან დაძაბულ ურთიერთობაზე საუბარს არ ვაპირებ. ეს ჩემი საიდუმლოს ნაწილია. სჯობს ყველაფერი ასე დარჩეს, არაა აუცილებელი ყველამ სიმართლე იცოდეს.”

“ძველ, ფეხბურთელობის პერიოდს რაც შეეხება, მაშინ გაცილებით ცუდად ვთამაშობდით, ვიდრე ახლა სხვებს ვუყურებთ. დღეს ხშირად თანამედროვე ფეხბურთის მიმართ ზიზღს გამოხატავენ, მაგრამ ტყავის ბურთი და სხვა დანარჩენი ხომ ისევ ძველი დროიდან მოდის. მთავარი განსხვავება ახლა ისაა, რომ ფეხბურთი უფრო მეტად დაემსგავსა ბიზნესს, ვიდრე ეს ადრე იყო.”

ერნესტო ვალვერდეს ზედმეტსახელად ჭიანჭველას ეძახდნენ.

“ხავიერ კლემენტეს პატარა ნავი ჰქონდა, რომელსაც ჭიანჭველა შეარქვა. მეც ფიზიკურად მომცრო ვიყავი და ასე დამერქვა ეს მეტსახელი.”

“ბილბაოში” გატარებული წლები არის ის დრო, როდესაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი. ბევრი მომენტი დამრჩა, რომელიც იმ პერიოდს დიდი სიამოვნებით მახსენებს.”

“ბილბაო” იქაურობის განუყრელი ნაწილი იყო და მჭიდროდ იყო დაკავშირებული ყველაფერთან. ასეთი მაგალითის მოძიება ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველაფერი ისეა, როგორც გსურს და შენც მთლიანად გუნდს ეკუთვნი.”

ბასკურ გუნდში მოღვაწეობის დროს ერნესტო ვალვერდემ ესპანეთის სუპერთასის მოპოვება შეძლო, “ბარსელონაში კი მან ლა ლიგის ტიტული 2-ჯერ, კოპა დელ რეის კი ერთხელ დაისაკუთრა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • azulgerana
    schedule 20 აგვ 2021, 20:38

    ციტატა: alen halilovic
    azulgerana,
    საინტერესოა საიდან მოგაქვს ეს ურთიერთობის დეტალები. ვალვერდეს დროს რომელ სეზონში ეკიდა მესის არ ვიცი, მარტო მიათრევდა გუნდს. 18-19-ში საერთოდ დაფრინავდა და ლივერპულთან თითქოს ვერ ითამაშა, მაგრამ გადაახვიე ორივე თამაში და მონდომების ნაკლებობას ნამდვილად ვერ დაინახავ, ეგ სეზონი დაგეშილი იყო მესი ლიგაზე, თან კაპიტნობის პირველი წელი იყო. საკმაოდ ძიერი შემადგენლობა იყო და ერთადერთი მიზეზი იმ გუნდის წარუმატებლობის ამ სტატიის ობიექტი, ბატონი ვალვერდეა

    და აქ რო იძახით მოეგო ის 3 თამაში და ყველას ეყვარებოდაო… მე ნაღდად არა, გუნდის თამაშია მთავარი და არა ტიტულები. უბრალოდ ვერ ვუყურებდი უმეტეს თამაშს, საშინელი მწვრთნელი იყო ბარსასთვის.

    გაგიკვირდებათ და სეტიენი მომწონს კიდეც, უბრალოდ წარმოუდგენლად არეული გუნდი გადასცეს და ვერ იყოჩაღა ბოლომდე. აი ბაიერნთან დაყენებული შემადგენლობა გაუბედაობის ბრალი იყო და დაისაჯა კიდეც


    მძღნერი სუარესი რომ უცვლელად თამაშობდა გახსოვს ვისი ბრალი იყო ? სუარესი რომ გააგდეს კლუბიდან გახსოვს მესი რა პანიკებში ჩავარდა და ამბოხება მოაწყო? მე მივდივარ ვის უბედავთ სუარესს როგორ უშვებთ გუნდიდანო, ხო არაფერი გავიწყდება ჰალილოვიჩ? გახსოვს ჰალილოვიჩს ვინ გაუმწარა კარიერა? ზუსტად მესის გადაწყვეტილებებმა შეიწირა ბარსა.

  • Fc Barca Batumi
    schedule 20 აგვ 2021, 15:36

    მაპატიეთ, არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს რაღაც ვიცი, ან და ა.შ. დარწმუნებული ვარ ასეც ფიქრობთ და შეაფასებთ კულეებო!
    ძლიერი მწვრთნელი მაშინ ხარ, როდესაც გუნდის თითოეული მოთამაშე აყვანილი გყავს ფსიქოლოგიურად ხელში, ბალანსი დაცულია და არა ჯგუფურ კლანებად როგორც არის ხოლმე (ვარსკვლავების) ხშირ შემთხვევაში. როდესაც ხდება ასეთი რამ, ეს ბუნებრივია, უარესსაც ჩაიდენენ. მთავარია ბალანსი, გუნდის ფილოსოფია და ფსიქოლოგიურად მართვა. მეტი მოთხოვნა, მერე რა რომ ის მესი იყო, რა ამით დასრულდა? და მის მიმართ მწვრთნელის პოზიცია დახურულია? ის მეფეა და მწვრთნელმა აღარ უნდა მისცეს მითითებები? დიახაც უნდა მისცეს მითითებებიც, მკაცრიც და თან ძაან ბევრიც. რათა უფრო მეტი შედეგი დადოს! ვალიკო ენდობოდა ყველა კლუბში არსებულ ყველა ვარსკვლავ ფეხბურთელს და რა შედეგი კლანურად დაჯგუფება, რომელიც შესაბამისად აისახა კლუბის თითოეულ მოთამაშეზე.
    ერთი მინდა ვთქვა ვალიკოს დროს კლასიკოები და ლა ლიგები დაადებინა ბარსას, ბოლოს ჩ. ლიგაზე რომასთან და ლივესთან, უეჭველი რაღაც მოხდა, აქ ვარ სწორედ ეს ის ფსიქოლოგიაა, რომელიც პატივს აღარ სცემდა არცერთი, შესაბამისად შედეგიც კარგადაც ვიცით მწარედ, რა დაგვავიწყებს კულეებს!

  • Davit..
    schedule 20 აგვ 2021, 13:58

    არადა კარგი სპეციალისტია საკმაოდ ჭკვიანიც.. დაინიშნება სადმე მთავარ მწვრთნელად და დარწმუნებული ვარ გარკვეულ წარმატებას მოუტანს თუნდაც არსენალში რომ დაინოშნოს

  • nika 54
    schedule 20 აგვ 2021, 13:53

    ლა ლიგის "მეფე" იყო და რეალის "გამანადგურებელი" პროსტა ჩემპიონთა ლიგაში ჩაიჭრა სასტიკად.

  • alen halilovic
    schedule 20 აგვ 2021, 13:28

    azulgerana,
    საინტერესოა საიდან მოგაქვს ეს ურთიერთობის დეტალები. ვალვერდეს დროს რომელ სეზონში ეკიდა მესის არ ვიცი, მარტო მიათრევდა გუნდს. 18-19-ში საერთოდ დაფრინავდა და ლივერპულთან თითქოს ვერ ითამაშა, მაგრამ გადაახვიე ორივე თამაში და მონდომების ნაკლებობას ნამდვილად ვერ დაინახავ, ეგ სეზონი დაგეშილი იყო მესი ლიგაზე, თან კაპიტნობის პირველი წელი იყო. საკმაოდ ძიერი შემადგენლობა იყო და ერთადერთი მიზეზი იმ გუნდის წარუმატებლობის ამ სტატიის ობიექტი, ბატონი ვალვერდეა

    და აქ რო იძახით მოეგო ის 3 თამაში და ყველას ეყვარებოდაო… მე ნაღდად არა, გუნდის თამაშია მთავარი და არა ტიტულები. უბრალოდ ვერ ვუყურებდი უმეტეს თამაშს, საშინელი მწვრთნელი იყო ბარსასთვის.

    გაგიკვირდებათ და სეტიენი მომწონს კიდეც, უბრალოდ წარმოუდგენლად არეული გუნდი გადასცეს და ვერ იყოჩაღა ბოლომდე. აი ბაიერნთან დაყენებული შემადგენლობა გაუბედაობის ბრალი იყო და დაისაჯა კიდეც

  • Clever liar
    schedule 20 აგვ 2021, 11:03

    არც ამის მომთრევი დაფიქრებულა არაფერზე, ამას რო კონტრაქტს უდებდა თორე გიგანტთა კლუბი საქათმედ ვერ ჩამოიქცეოდა. მერე ეს მენახირე, მემაწვნე მედედოვე სეტიენით შეგვიცვალა და ახლა თავსაც რო იმართლებს თითის ქნევით პოსტებიდან :))) ბართომეუს პირუტყვი დაბადების და ბარსელონაში მონძრევის საათი რო მოვსპე მე..

  • C.PC5
    schedule 20 აგვ 2021, 10:16

    ეს თუარ მეცოდებოდეს მე ვიყო დემბელე😞, ტიპს სამწვრთნელო კარიერა გაუნადგურეს ფაქტიურად, არასწორ დროს მოხვდა არასწორ ადგილას🙄 მართლა ძაან მაინტერესებს თუ მიიყვანს ოდესმე რომელიმე გუნდი და რას იზამს იქ.

  • azulgerana
    schedule 20 აგვ 2021, 02:10

    Iniesta_8,
    ლაჩარი იყო ძმაო იმენა აჩმორებდნენ ფეხბურთელები. მესი და სუარესი ვაფშე არ ელაპარაკებოდნენ ძაღლად არ აგდებდნენ,მაგის დროს დაიყო სასტავი ჯგუფებად ეგ კი არა მესი პიკესაც აღარ უყურებდა ზედ და ბუსკეცი ეკიდა ზემოდან, რას ვიზავთ პერიოდი ქონდა ეგეთი მესის. როგორც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ნაღდად ხასიათების მიხედვით თამაშობდა მესის რომ ნდომებოდა ყველა წელს მოიგებდა ლიგას მაგრამ ეკიდა. პროსტა არ ელოდა 6:0 წაგებებს და ეგ ამწარებდა ხოლმე.

  • Iniesta_8
    schedule 20 აგვ 2021, 01:05

    მაგარი ლაჩარი მწვრთნელი იყო მარა დემბელეს და კოუტინიოს მაგივრად წესიერი ფეხბურთელები რომ მოეყვანათ ალბათ ლიგასაც დადებდა. ისედაც შეეძლო მარა ენფილდზე ალბამ, კოუტინიომ, ლენგლემ, პიკემ და სუარესმა ისეთები აკეთეს მარტო ვალვერდესაც ვერ შეტენი მაგ წაგებას. წავიდა და მერე უარესად განადგურდნენ ბაიერნთან.

  • Bobi
    schedule 20 აგვ 2021, 00:36

    ლევანტე, რომა და ლივერპული. სულ რაღაც სამი მატჩის შეცვლაა საჭირო და ვალვერდე დღესაც აქ იქნებოდა და ვინმე გალანძღავდა კი არა, ალბათ, უკვე ძეგლი ექნებოდა დადგმული 😂 თავისებური კაცია, რომელსაც გრანდზე დაბალი დონის კარგ გუნდში ძალიან კარგად შეუძლია მუშაობა.

    ციტატა: azulgerana
    უუუ იმ თვალებს რომ ჭკვიანი კაცივით მოჭუტავდა ხოლმე smile


    ნიკაპზეც თუ მიიდებდა ხელს გენიოსი იყო საერთოდ😂

  • GRIEZMAN✓™
    schedule 20 აგვ 2021, 00:22

    ეეჰ ჩემო ვალიკო. ორად ორი მატჩის ჩატარება გმართებდა კარგად, ცუციკივით როარ მოქცეულიყავი რომასთან ახლა ისევ აქ იქნებოდი

  • azulgerana
    schedule 20 აგვ 2021, 00:21

    უუუ იმ თვალებს რომ ჭკვიანი კაცივით მოჭუტავდა ხოლმე smile