“ბარსელონას” ტრავმირებულ ფეხბურთელთა რიგებში გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეები, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ანსუ ფატიც არიან, რომლებიც თამაშს მალე შეძლებენ.
Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ფატი და შტეგენი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზე არიან და შესაძლოა, სანაკრებო პაუზის შემდეგ იყვნენ ხელმისაწვდომნი.
სანაკრებო შესვენების შემდეგ, “ბარსელონას” პირველი შეხვედრა 12 სექტემბერს, “სევილიას” წინააღმდეგ ელის. კატალონიური კლუბი მანამდე კიდევ ორ მატჩს გამართავს.




აუცილებელია
მნიშვნელოვანია ორივეს მზადყოფნა 😃💙❤️
უეჭველი დაბრუნდებიან სანაკრებო პაუზის შემდეგ
ხო ისევ ტრავმირებულია.
დემბელეზე რა ხდება ისევ *ლეა?
ფატი ძმობილო მაგარ ჯანზე უნდა იყო,შენ უნდა ივაჟკაცო.სევილიასთან მზად თუ იქნება ესე 10-15 წუთი უნდა ათამაშოს მეტი არა.ისე რა ცუდი დასაწყისი გვაქვს.
შტეგენი რომ დაბრუნდება და მაგრად ითამაშებს ეგ უეჭველია აი ფატი როგორ დაბრუნდება ეგაა საქმე. იმედია მალე დაუბრუნდება ძველ ფორმას