ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ბარსელონას” პიერ-ემერიკ ობამეიანგში ფილიპე კოუტინიოს გაცვლა სურს, თუმცა გავლენიანმა ჟურნალისტებმა ეს ცნობა უარყვეს.
ფაბრიციო რომანო და მატეო მორეტო იტყობინებიან, რომ “ბლაუგრანა” “არსენალის” შემტევის დამატებას არ განიხილავს.
რომანო დასძენს, რომ კატალონიური გრანდის პრიორიტეტი ფეხბურთელების გაშვებაა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. კლემან ლანგლეს თაობაზე შემოთავაზებები არ არსებობს, უმტიტისა და პიანიჩის სიტუაცია კი მალე გაირკვევა.




არც ჩვენ არ გვსურს
მოკლედ ამ რომანომ, მგონი მიწაში რა დევს ისიც იცის
და ისევ ისეთი აბსურდი. გუშინ წერდით ბარსელონას ობამეანგი უნდა, მაგრამ უფულობის გამო გაცვლას აპირებს კოუტინიოშიო.
დღეს წერთ:ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ბარსელონას" პიერ-ემერიკ ობამეიანგში ფილიპე კოუტინიოს გაცვლა სურს, თუმცა გავლენიანმა ჟურნალისტებმა ეს ცნობა უარყვეს.
ანუ, თურმე რო სურდა და თურმე რო არ სურს ორივე თქვენი დაწერილია, ვიღაც "გავლენიანი ჟურნალისტების" მიხედვით. იმ "გავლენიან ჟურნალისტებს" სახელო გვარი არა აქვთ? თუ უბრალოდ ბარსას სურვილიც რომ ობამეანგი უნდათ და ისიც რო ბარსას ობამეანგი არ უნდა თქვენი დაწერილია? არ გინდათ ამ გზით ლაიკების მოპოვება. ჰალაზე მგონია ხანდახან თავი.
არა და გაასწორებდა ობამეიანგი
MARI=BARCA-fan,
კუმანი რა შუაშია ბართომეუმ გაცვალა არტურში კუმანი საერთოდ არ იყო მაგ დროს მწვრთნელი ჯერ
ეს პიანიჩი რისთვის აყიდინა კუმანმა ვერ გავიგე, ეთქვა რომ არ სჭირდებოდა და ფული მაინც დაიზოგებოდა, + კიდევ მაგისი მაღალი ხელფასი!