“ბარსელონა” ლონდონის “არსენალის” კაპიტნით, პიერ-ემერიკ ობამეიანგითაა დაინტერესებული.
ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ის ინფორმაციით, კატალონიელებს 32 წლის გაბონელის ტრანსფერში ფილიპე კოუტინიოს ჩართვა სურთ, რომელსაც ტრავმის გამო უკვე დიდი ხანია არ უთამაშია.
ობამეიანგმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, 29 ჩატარებულ მატჩში 10 გოლი გაიტანა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი “მეთოფეებთან” 2023 წლამდე მოქმედებს. ადრე გავრცელებული ცნობით, “ბარსელონა” “არსენალის” სხვა თავდამსხმელით, ალექსანდრ ლაკაზეტითაც ინტერესდება.

ნურას უკაცრავად
და ამას მოყვება "ნიუსი" რო თურმე ბარსას ობამეანგი არ უნდა. ვიღაც "გავლენიანი ჟურნალისტების" თქმით.
ვერ მოახერხებენ შანსი არაა
mamukaf,
გაბონელია ფრანგი არაა!
ამას ჯობია ლუის დიასი მოიყვანონ რა ობამეიანგი
უაზრობა იქნება
კიდევ ერთი ხლამი ფრანგი არ გვჭირდება, საერთოდ დაანებეთ ფრანგ ფეხბურთელების ტრანსფერებს თავი ერთსაც არ გაუმართლებს, სავსეა გუნდი ფრანგული ბალასტით
ეს მაგრად მევასებოდა და თავის დროზე ბრეთვეიტის მოყვანას ეს რომ მოეყვანათ ერთით მეტი ლა ლიგა გვექნებოდა ეხლა კი კოუში გაცვლა ნამდვილად წამგებიანად მეჩვენება..რადგან ადენი ჩაგდებული სეზონის შემდეგ მჯერა კოუ უფრო ათამაშდება მითუმეტეს ბევრჯერ მოუწევდა ლიდერობაც… როგორც ყველა დანარჩენს ..