“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, პედრი “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელს გადატვირთული სეზონი ჰქონდა და მთელი 73 მატჩი ჩაატარა, რონალდ კუმანი ლა ლიგის საწყის სამ შეხვედრაში კვლავ მას დაეყრდნობა.
იქიდან გამომდინარე, რომ ფრენკი დე იონგი და გავი ტრავმირებულები არიან, ნიდერლანდელ სპეციალისტს ბევრი არჩევანი აღარ რჩება და ნებისმიერ შემთხვევაში 18 წლის ფეხბურთელის დატვირთვა მოუწევს.
MD იმასაც წერს, რომ კუმანი პედრის დასვენების წინააღმდეგი არაა და იმედოვნებს, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია და ლუის ენრიკე სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე გონსალესს არ გამოიძახებენ.
“ბლაუგრანას” ლა ლიგის პირველი შეხვედრა 4 დღეში, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ელის.




იმედია მოედანზე არ დაეცემა და გასახდელამდე მაინც მიაღწევს ეს ბავშვი.
კი როგორ არა
ბუსი პუჩი დემირი ნიკო რობერტო.. აარჩიოს აქედან სამიკაცი და ათამაშოს
პუჩი ბუსი და ნიკო არ წავა? მემფისიც არ გვყავს ხო?
ამას ბოლოს დაკლავენ და მსხვერპლად შეწირავენ
აუუუ არა რა,დაანებეთ თავი,ამოსუნთქვის საშუალება მიეცით.
Tipi daaberes mara ar mgonia kumanma atamashos