ტოკიოს ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ფინალის შემდეგ ესპანეთის ნაკრების მცველმა, ერიკ გარსიამ, COPE-სთან თავის “ბარსელონურ” მომავალზე კომენტარი გააკეთა.
როგორც ცნობილია, კატალონიურ კლუბს ფეხბურთელების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, რაზეც ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
არ ვიცი, შვებულება მექნება თუ არა.
ახალ კლუბში მოვედი და კუმანს გუნდში ჩემი გამოყენება უკვე შეუძლია. მესისთან დაკავშირებული სიახლე ყველა ჩვენგანისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ამასთან გამკლავება ძნელია.
ჯერ კიდევ არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა ისინი ჩემს დარეგისტრირებას.
ჯერ კიდევ არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა ისინი ჩემს დარეგისტრირებას.
– განაცხადა გარსიამ.
იმისთვის, რომ “ბარსამ” გარსია და სხვა ახალწვეულები ოფიციალურ შეხვედრებში ათამაშოს, კლუბის სახელფასო ფონდის მნიშვნელოვნად შემცირებაა აუცილებელი. სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მოხერხდა ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება.




შენ რა უნდა ქნა, დაელოდე პატარა ეგება მოეგოს ვინმე გონს და გაინახევროს ხელფასი. დემბელე უმტიტი ლანგლე, კოუტინიო თურმე მზად არიან საერთოდ უხელფასოდ ითამაშონ.
ანუ მთელი ამბებია აწეული
სრულიად კატალონიას უტევენ და ცდილობენ, რომ გუნდი დაშალონ და დაანგრიონ
როგორ არ გადმოხტნენ აქ კომენტარებში ის ბოღმა ადამიანები. მესი წავიდა და შენ რატო უნდა დაგარეგისტრიროთ ღოროო !!!
ესეთი კომენტარების პატრონებზე სიცილით ვკვდები.