ფრიდოლინა როლფო ოლიმპიური ვერცხლის მფლობელია

ფრიდოლინა როლფო ოლიმპიური ვერცხლის მფლობელია

“ბარსელონას” ქალთა გუნდის შვედი ახალწვეული ფრიდოლინა როლფო ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კაცებისგან განსხვავებით ქალთა ფეხბურთში ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ტურნირია, რადგან აქ საუკეთესო გუნდები საუკეთესო შემადგენლობებით თამაშობენ. შესაბამისად, კარგი შედეგია ფინალში გასვლაც.

ფინალში შვედეთი კანადას ხვდებოდა, ფავორიტად ითვლებოდა და უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ ძირითადი და დამატებითი ტაიმების 1-1 დასრულების შემდეგ საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, სადაც კანადელებმა იმარჯვეს.

“ბარსელონას” 27 წლის შემტევმა მოედანზე 105 წუთი დაჰყო და მას გოლის გატანის ერთი კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა.

ფრიდოლინა როლფო შვედეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. ოლიმპიადაზე ჩატარებულ 5 მატჩში მან თავი 3 გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. აღსანიშნავია 1/4 ფინალში მასპინძელ იაპონიასთან 3-1 მოგებულ შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემას და 1/2 ფინალში ავსტრალიასთან 1-0 მოგებულ შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (6)

  • nika 54
    07 აგვ 2021, 15:55

    ამასობაში, კი კაცების ფინალიც დაიწყო ესპანეთი-ბრაზილია.

  • Barca1980
    06 აგვ 2021, 19:42

    რა რესურსზე ლაპარაკობთ , ეგ ჩამოთვლილი ფეხბურთელები , არცერთი არ უქნია ღმერთს , ვისი იმედიც გუნდს შეიძლება ჰქონდეს . არაფრის მაქნისი , მშიშარა და მოტივაციის არ მქონე ბანდაა , დაუმატეთ მაგას კუმანი და რისი იმედი უნდა გქონდეს , როცა რეალურად გუნში ვისზე დაყრდნობაც შეიძლება არუს : შტეგენი , არაუხო , დე იონგი , პედრი , დანარჩენი სულ მეორადში ჩასაბარებლრბი არიან , სანამ მესი მოიხოდებოდა წინა სეზონში , კი ვნახეთ რაც შეუძლიათ და მესის გარეშე წელსაც რას იზავენ , აჩვენა ზალცბურგა . მეც ვუერთდები იმ აზრს , რომ თუ მესი არ გვყავს , მაშინ დაახვიოს მაგ სასტავმა საერთოდ გუნდიდან და ითამაშონ ახალგაზრდებმა , მოტივაცია მაინც ექნებათ . გრიზმანს და დემბელეს კი შეუძლიათ , ფეხბურთის თამაში ონლაინ გააგრძელონ , ისედაც მაგაზე არიან გადამკვდარები .

  • azulgerana
    06 აგვ 2021, 19:35

    ციტატა: Memphis Depay

    ციტატა: Milkshake
    რო დავუფიქრდეთ, გრიზმანმა თუ მოინდომა და გოლებს მოუმატა ნუ მაგის მაქსიმუმი არის სეზონში 25-30 გოლი და ასისტებიც არ ეშლება მესის შემცვლელის ძიება არც უნდა დაიწყონ. ფატი იმედია ძლიერი დაბრუნდება და განაგრძობს პროგრესს, აგუეროს იმედი არ მაქვს, განა იმიტომ რომ კლასი არ აქვს უბრალოდ ხრუსტალის მუხლი აქ თორე აგუეროს კლასში ეჭვი არ მეპარება. დემბელეს მარცხნივ დააყენებს ალბათ კუმანი (ხო ვერ მოიშორეს ეს ტკიპა ამის დდშვც მე) და ვნახოთ იქნებ მაგ პოზიციაზე იმ 5 თამაშში მოასწროს რამის გაკეთება სანამ მორიგ ტრავმას მიიღებს. და არის კიდე დეპაი რომელიც იმედია მოერგება ბარსას და რასაც ვუყურე გრიზმანი და დეპაი მშვენივრად კომბინირებდნენ.


    არც ისეთი საშინელი შემადგენლობაც არაა, მთავარია გუნდურად შეიკრან. უბედურება ისაა რო კუმანის იმედიც არ მაქ. თორე ჩელსის სად ჰყავდა მესი, ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა? ბავარიას, ლივერპულს? მესმის რო დიდი დარტყმაა, მარა თუ ყურები ჩამოუშვით, დავკარგეთ ყველანაირი იმედი რაღა გამოვა მასე? დასასრული ყველაფერე აქვს, მოვიდა დღე როცა მესი აღარაა და აწი გუნდმა უნდა შეძლოს და ისწავლოს მის გარეშე თამაში. რესურსი არსებობს ფაქტია.


    იასნია უბრალოდ უკეთესი დასასრულიც შეიძლებოდა. რაც შეეხება მომავალს მესი თანაგუნდელების ფსიქოლოგიაზე ცუდად აისახებოდა კარგიც არის რომ წავა ალბათ ეხლა მაინც გავიგებთ რა გვიჭირდა. რავი ახსნას ვცდილობ როგორ ავხსნა არ ვიცი, ძალიან დამწყდა გული ამ რეალობაზე თუმცა ეხლა უკვე ცივი გონებით უნდა იმსჯელოს ყველა კატალონიელმა ვიდრე ემოციებით. ფაქტია რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო და ჯერ მესით დაიწყეს როგორც კაპიტანი. აწი მიხვდებიან ეს ტოდიბოები და ყბის ჯოგი რომ აქ უფროსი ლაპორტაა აშკარაა რომ კლუბში დისციპლინა არეულია და ალბათ ამის მიზეზი სწორედაც რომ მესსი იყო.

  • Memphis Depay
    06 აგვ 2021, 19:27

    ციტატა: Milkshake
    რო დავუფიქრდეთ, გრიზმანმა თუ მოინდომა და გოლებს მოუმატა ნუ მაგის მაქსიმუმი არის სეზონში 25-30 გოლი და ასისტებიც არ ეშლება მესის შემცვლელის ძიება არც უნდა დაიწყონ. ფატი იმედია ძლიერი დაბრუნდება და განაგრძობს პროგრესს, აგუეროს იმედი არ მაქვს, განა იმიტომ რომ კლასი არ აქვს უბრალოდ ხრუსტალის მუხლი აქ თორე აგუეროს კლასში ეჭვი არ მეპარება. დემბელეს მარცხნივ დააყენებს ალბათ კუმანი (ხო ვერ მოიშორეს ეს ტკიპა ამის დდშვც მე) და ვნახოთ იქნებ მაგ პოზიციაზე იმ 5 თამაშში მოასწროს რამის გაკეთება სანამ მორიგ ტრავმას მიიღებს. და არის კიდე დეპაი რომელიც იმედია მოერგება ბარსას და რასაც ვუყურე გრიზმანი და დეპაი მშვენივრად კომბინირებდნენ.


    არც ისეთი საშინელი შემადგენლობაც არაა, მთავარია გუნდურად შეიკრან. უბედურება ისაა რო კუმანის იმედიც არ მაქ. თორე ჩელსის სად ჰყავდა მესი, ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა? ბავარიას, ლივერპულს? მესმის რო დიდი დარტყმაა, მარა თუ ყურები ჩამოუშვით, დავკარგეთ ყველანაირი იმედი რაღა გამოვა მასე? დასასრული ყველაფერე აქვს, მოვიდა დღე როცა მესი აღარაა და აწი გუნდმა უნდა შეძლოს და ისწავლოს მის გარეშე თამაში. რესურსი არსებობს ფაქტია.

  • azulgerana
    06 აგვ 2021, 19:24

    საყვარელი გოგო ჩანს heart_eyes

  • La Pulga10
    06 აგვ 2021, 19:09

    რა ფრიდოლინა როლფო თუ ჩემი ძმდები ხართ