დღეს დილით “ბარსელონამ” გამპერის თასის ამხანაგურ ტურნირზე “იუვენტუსთან” გასამართი მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიში გამართა.
მინდორზე ვიხილეთ გავი, 17 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ახლახანს ყბა დაიზიანა და ოფიციალურად ტრავმირებულთა რიგებშია, თუმცა ვარჯიშის შეწყვეტა არ სურს და აპირებს, გამპერის თასს კარგ ფორმაში შეხვდეს – წერს ჟურნალისტი ალბერ როგე.
ახალგაზრდა ნახევარმცველმა პრესეზონის მატჩებში გულშემატკივრებს თავი კარგი თამაშით დაამახსოვრა. ის ჯერჯერობით სარეზერვო გუნდში ირიცხება, მაგრამ, დიდი ალბათობით, სეზონის განმავლობაში რონალდ კუმანის თერთმეტეულშიც არაერთხელ ვიხილავთ.
დღევანდელი სესია მნიშვნელოვანი იყო ანსუ ფატისთვისაც. “ბარსას” შემტევმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბურთით პირველად ივარჯიშა.




ყბა რას შეუშლის ვარჯიშს, იქნებ თამაშამდე მოურჩეს კიდეც.
ოთხივე ფრანგი წაეთრიოს და ეგ წინ გაუძღვეთ!!!
არ გინდოდათ გრიზმანი? წავიდეს? 😁😀
მაგარი მოტივაცია მიეცათ გუშინ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. იწვალებ, მთელ შენს ძალისხმევას მოახმარ კლუბს, ლეგენდად იქცევი და ბოლოს სატელევიზიო ტრანსლაციის უფლებებში გაგცვლიან
გავის უნდა ჩავი,მანამდე მე ამათი მაყურებელი არ ვარ.