workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინ ბრეითუეიტი ბარსასგან ზეწოლას არ გრძნობს

მარტინ ბრეითუეიტი ბარსასგან ზეწოლას არ გრძნობს

“ბარსელონას” დანიელი თავდამსხმელი, მარტინ ბრეითუეიტი, კლუბისგან წასვლასთან დაკავშირებით ზეწოლას არ გრძნობს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს თანახმად, “შტუტგარტის” წინააღმდეგ მარტინის უთამაშებლობა მხოლოდ შემთხვევითობა იყო და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელი გუნდის გეგმებში არ შედის.

MD-ს ცნობით, “ბარსაში” ფიქრობენ, რომ 30 წლის შემტევის შენარჩუნება, მისი დაბალი ანაზღაურების გამო, დიდი პრობლემა არ იქნება. თავად ფეხბურთელის პოზიციაც უცვლელია – მას კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს და წასვლაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იფიქრებს, თუ ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებენ. ამასთან, შეთავაზება “ბლაუგრანასთვისაც” დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს.

ბრეითუეიტის მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური კლუბი იჩენს, თუმცა მათ “ბარსასთვის” ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • azulgerana
    schedule 02 აგვ 2021, 16:15

    ხო მაგრამ ადგილს რომ იკავებს?

  • me da barca
    schedule 02 აგვ 2021, 15:55

    მუშაა, მაგრამ დონე საშუალოზე დაბალი.

  • La Pulga10
    schedule 02 აგვ 2021, 15:05

    წავა,წავა კაცო ეს აბა რას იზამს.

  • nika 54
    schedule 02 აგვ 2021, 14:48

    მოკლედ იპოვეს მიზეზი რატომ ვერ აგდებენ.