“ბარსელონა” ლიონელ მესისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას 8 აგვისტომდე აპირებს. ამის შესახებ Cadena SER-ის გავლენიანი ჟურნალისტი, სანტიო ვალე წერს.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებს სურთ, მესისთან ხელშეკრულებას ხელი გამპერის თასის გამართვამდე მოაწერონ, როცა “ბარსა” “კამპ ნოუზე” “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.
ზოგადად, კლუბში ოპტიმისტური განწყობაა და მიიჩნევენ, რომ ფორმალურ მხარესთან დაკავშირებით პრობლემები არ იქნება და შეთანხმება მესის შვებულებიდან დაბრუნებისთანავე შედგება.
ასევე, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლეო მესი ხვალ ვარჯიშს არ განაახლებს. ის “სიუტატ ესპორტივაზე” მხოლოდ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გამოცხადდება.




გააფორმოს კონტრაქტი
ჰო ძაან გიჟებია და გამანაწილებელი
..საერთოდ რად უნდა ამას ვარჯიში, კოპა ვარჯიშზე მეტი არ იყო? ცოტა ხნის წინ არ დაბრუნდა???
თითქოს 2 აგვისტო იყო დათქმული, ახლა 8. კი ბატონო ანუ 8-მდე ვერ ივარჯიშებს და მერე პირდაპირ იუვესთან ვათამაშებთ უვარჯიშებელს? რო ხალხი ვაცინოთ?
გამოწერის თასი არ გამოტოვოს, კოლექციაში დაუგროვდება
დროზე გაუფორმეთ იუვესთან უნდა ითამაშოს