შტუტგარტი-ბარსელონა არ გადაიდება

შტუტგარტი-ბარსელონა არ გადაიდება

“შტუტგარტისა” და “ბარსელონას” შეხვედრის ჩატარებას საფრთხე აღარ ემუქრება. 

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ “შტუტგარტის” 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, კლუბებმა გადაწყვიტეს, მატჩის გამართვის იდეისთვის გადაეხედათ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ მართებულად ჩაითვალა, რომ შეხვედრა არ გადაიდოს.

ამხანაგური მატჩი “მერსედეს ბენც არენაზე” 4 საათში დაიწყება. ეს “ბარსელონასთვის” პრესეზონის მესამე არაოფიციალური თამაშია. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • azulgerana
    03 აგვ 2021, 22:22

    რა ქნა არაუხომ ნეტა

  • nika 54
    31 ივლ 2021, 23:19

    კარგი თამაში გამოვიდა, არაუხოც მშვენიერ ფორმაშია.

  • azulgerana
    31 ივლ 2021, 16:31

    COVID-19 everyway

  • La Pulga10
    31 ივლ 2021, 16:21

    არაუხო მაინტერესებს,როგორ ფორმაშია ცხოველივით კია