მიუნხენის “ბაიერნს” “ბარსელონას” ორი მარჯვენა მცველიდან ერთ-ერთის დამატება სურს. ინფორმაციას Diario AS ავრცელებს.
სერჟინიო დესტისა და სერჟი რობერტოს გერმანული კლუბის რადარზე გამოჩენა მთავარ მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის ინტერესს უკავშირდება, რომელსაც მიაჩნია, რომ “ბარსას” ფეხბურთელების გადაბირება გუნდის გაძლიერებაში დაეხმარება.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა “ბაიერნი” დესტის შეძენას ცდილობს, თუმცა ახალგაზრდა ამერიკელს წასვლის სურვილი არ აქვს და ახლო წარსულში უარი არაერთ შემოთავაზებაზე თქვა.
რაც შეეხება რობერტოს – მის შემთხვევაში ბავარიელები იჯარას განიხილავენ, რომლის ამოწურვის შემდეგაც ფეხბურთელის ყიდვის უფლება ექნებათ.
“ბარსელონასთვის” რობერტოს დათმობა დიდი პრობლემა არ იქნება, რადგან 29 წლის უნივერსალის შენარჩუნება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი გუნდს დესტი და ემერსონი უკვე ჰყავს.




me da barca,
კი მორიგი შეხვედრა იქნებაო
რობერტო??
მორიგი ჭორი
რაზეა ბაზარი რობერტო ლამაზად შეუფუთონ და გაატანონ. ლაპორტა მაღარიჩსაც იკისრებს, მაგრამ ჯერ იჯარა და მერე გამოსყიდვა, ეგ ზღაპარი ბავშვებს მოუყვნენ. ერთი კოუტინიო შეისყიდეს და მეორე რობერტო იქნება.
იასნა არ იყიდიან მარა მაინც ღირს, 1 წლით გათავისუფლდება გუნდი მაგისთვის სახდელი 8 მილიონისგან, თან წელს არაფერში გვჭირდება მართლა, 2 ახალგაზრდა მარჯვენა მცველი და რამდენიმე ნიჭიერი ნახევარმცველი გვყავს რაღათ გვინდა
მიუნხენის "ბაიერნს" "ბარსელონას" ორი მარჯვენა მცველიდან ერთ-ერთის დამატება სურს. ინფორმაციას Diario AS ავრცელებს.
რაზეა ბაზარი რობერტო ლამაზად შეუფუთონ და გაატანონ. ლაპორტა მაღარიჩსაც იკისრებს, მაგრამ ჯერ იჯარა და მერე გამოსყიდვა, ეგ ზღაპარი ბავშვებს მოუყვნენ. ერთი კოუტინიო შეისყიდეს და მეორე რობერტო იქნება.
ორივე გაატანეთ
რობერტო გვიჩუქნია
რობერტოს შევუფუთავთ
დესტს თავი დაანებეთ აი ეს უსაქმური რობერტო წაიყვანეთ
ე ბიჯო არ იყიდება დესტი და არც მას უნდა წასვლა😉♥️…რობერტოს რაც მალე წაიყვანთ მით უკეთესი
რობერტო შეფუთეთ და გაატანეთ მშვიდობაში იხმარონ როგორც უნდათ